alco
 
წვეულებას გეგმავთ და არ იცით რა რაოდენობის ალკოჰოლი დაგჭირდებათ? მაშინ ეს სტატია დაგეხმარებათ
არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე წვეულებაზე სასმლის გარეშე დარჩენა. ხშირ შემთხვევაში, გვსურს რომ წინასწარ გავთვალოთ რა რაოდენობის ალკოჰოლი დაგვჭირდება. ამისთვის მოგვიწევს მარტივი მათემატიკის გამოყენება. ზოგადი წესია ვივარაუდოთ, რომ სტუმრები წვეულების პირველ საათში დალევენ 2-3 ჭიქა კოქტეილს, შემდეგ კი თითო ცალს ყოველ საათში. მოდი მარტივი ფორმულა გამოვიყენოთ: (სტუმრების რაოდენობა) X (სასმელების სავარაუდო რაოდენობა ერთ სტუმარზე) = სასმელების საერთო რაოდენობა ახლა, ვიფიქროთ სტუმრების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რითი გამასპინძლება გვსურს. მხოლოდ ღვინო და ლუდი? საფირმო კოქტეილი? სრული ბარი მთელი სიამოვნებისთვის? ეს დამოკიდებულია, ჩვენს ბიუჯეტზე და იმაზე, თუ რას მიირთმევენ ჩვენი სტუმრები.   ლიქიორი ერთი ბოთლი (1 ლიტრი) დაახლოებით 20 შერეულ სასმელს იძლევა. იმის გასარკვევად, თუ რამდენი ბოთლი გვჭირდება, უბრალოდ გავყოთ საჭირო ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა 20-ზე. თუ ვფიქრობთ რომ დაგვჭირდება დაახლოებით 60 ჭიქა, მაშინ უნდა შევიძინოთ 3 ბოთლი ლიქიორი. საჭირო მიქსერების რაოდენობის შესაფასებლად, გავითვალისწინოთ, რომ 3 სტუმარს 1 ლიტრი, წვენი, მატონიზირებელი წყალი ან სოდიანი წყალი დასჭირდება. გარნირები შედარებით იაფია, ამიტომ დამატებით ყიდვა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, 1/2 ლიმონი წვეულების თითოეულ სტუმარზე საკმარისი რაოდენობაა. თუ გვსურს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ზეთისხილი ან ალუბალი, უნდა ვიცოდეთ რომ, წვეულების თითოეულ სტუმარზე 2 ცალი საკმარისია.   ყინული დაახლოებით 0.5-0.7 კგ ყინული ერთ ადამიანზე სავსებით საკმარისია. ეს რაოდენობა სრულად გვეყოფა ნებისმიერი სასმელში გამოსაყენებლად.   ღვინო დაახლოებით 0.5-1 ლიტრი ღვინო სავსებით საკმარისია ერთ ადამიანზე. ვფიქრობთ, რომ 0.75 ლიტრიანი ბოთლი 1 სტუმარზე იდეალური ვარიანტი იქნება.   შამპანური შამპანურის ერთი 0.75 ლიტრიანი ბოთლი ავსებს შამპანურის 6 ჭიქას. თუმცა თუ წვეულებაზე სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ვფიქრობთ რომ 1 ბოთლი შამპანური 10 სტუმარზე საკმარისი იქნება.   ლუდი თუ წვეულებაზე იგეგმება რომ სხვადასხვა გასართობი თამაშები წარიმართოს, ვფიქრობთ ლუდი ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სასმელია. ამიტომ ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ გავთვლით 1-1.5 ლიტრ ლუდს 1 სტუმარზე.   P.S თუ გეგმავთ წვეულებას, ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის დაგეხმაროთ არჩევანში და პროდუქციის შეკვეთაში.     აქვე გიზიარებთ სხვადასხვა სახის პროდუქტების რაოდენობას, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ წვეულების დაგეგმვისას.            სტუმარი 10-25 25-35 35-60 60-100 თეთრი ღვინო 7 7 8 11 წითელი ღვინო 2 3 5 6 შამპანური 4 5 6 6 მშრალი ვერმუტი 1 1 2 2 არაყი 3 3 3 4 რომი 2 2 2 2                     ჯინი 1 2 2 3 ვისკი 2 2 3 4 ტეკილა 2 2 2 3 ბრენდი/კონიაკი 1 2 2 3 ლუდი (0.5 ლიტრი) 50 75 80 100 კოკა-კოლა (1 ლიტრი) 6 8 8 10 ფორთოხალი 2 2 3 3 ლიმონი 10 15 20 25

სტატიის ავტორი:

2022-09-29

სრულად ნახვა
სტატიები 
რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ლუდი?
თუ ითვლით კალორიებს და გსურთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, შეიძლება ფიქრობთ, რომ ლუდზე უარი უნდა თქვათ. ლუდი, როგორც წესი, არის მძიმე და ნახშირწყლებით სავსე.  თუმცა, არსებობს მსუბუქი, დაბალკალორიული ლუდის ფართო არჩევანი, რომელიც შეიძლება იყოს ისეთივე კარგი, როგორიც თქვენი რჩეული ლუდია. ნამდვილად შეგიძლიათ მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი ზომიერად. უბრალოდ უნდა ნახოთ მათი კალორიული შემცველობა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ლუდით თქვენი ყოველდღიური კალორიული მიზნების ფარგლებში. მოდით გადავხედოთ კალორიების საშუალო რაოდენობას ლუდის ბოთლში და გავეცნოთ სხვადასხვა სასარგებლო თვისებებს ჯანმრთელობისთვის, რომელიც ლუდს გააჩნია. ასევე დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ლუდი მავნებელია და მასზე უარის თქმა აუცილებელია, როგორც წონაში კლებისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის.   რამდენი კალორიაა საშუალოდ ლუდში? ლუდის ბოთლში კალორიები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ბრენდი, სტილი და ალკოჰოლის შემცველობა. 1 ბოთლი (0.5 ლ) ლუდი, საშუალოდ შეიცავს დაახლოებით 150 კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი იქნება 50-დან 100 კალორიამდე. ლუდი მზადდება მარცვლეულის მოხარშვისა და საფუარით დუღილის შედეგად. საფუარი იღებს მარცვლეულის შაქარს და სახამებელს, და გარდაქმნის მათ ალკოჰოლად. ლუდში შემავალი კალორიები მოდის როგორც ალკოჰოლიდან, ასევე დაუდუღებელი მარცვლეულის ნახშირწყლებიდან. ამიტომ სუფთა ალკოჰოლი, ისევე როგორც არაყი, უფრო კალორიულია. საშუალო ლუდის კალორიული შემცველობის მთავარი მაჩვენებელი ალკოჰოლის შემცველობაა. იგი მითითებული იქნება ეტიკეტზე, ზოგჯერ შემოკლებით ABV%. საშუალოდ, არის დაახლოებით 5% ABV. თუმცა, ლუდი მეტი ალკოჰოლით, შეიცავს ბევრ კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი, რომელიც შეიცავს ნაკლებ ალკოჰოლს, უფრო დაბალი იქნება კალორიული მაჩვენებლებით.   რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ლუდი? ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი რაოდენობით ღვინის მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ამ მოსაზრებამ ხალხი დააფიქრა, შეიძლება თუ არა მსგავსი სარგებელი მოგვიტანოს ლუდმა. ხშირად ლუდს მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კალორიულ ალკოჰოლურ სასმელად და ამის გამო უარყოფითად აფასებენ. მიუხედავად ამისა, ის შეიცავს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. ჩვეულებრივი და მსუბუქი ლუდი შეიცავს ნიაცინს, რიბოფლავინს, ქოლინს, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, ფოსფორს, სელენს, ვიტამინ B12-ს და პანტოტენის თუმცა, არასოდეს გამოიყენოთ ლუდი, როგორც ერთადერთი შემცვლელი, რადგან ლუდის რეკომენდებულ რაოდენობაზე ბევრად მეტის დალევა მოგიწევთ ყოველდღიურად, რათა მიიღოთ ყოველდღიურობისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები. მსუბუქი და ზომიერი რაოდენობით ლუდის დალევა ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებლიანობა მოდის გულზე. გულის დაავადება არის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი შეერთებულ შტატებში და ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერი მიღება საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადების რისკებს. თორმეტ კვირიან კვლევაში 36 ჭარბწონიან ზრდასრულზე, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მოხმარება აუმჯობესებს HDL-ის, ანუ  ქოლესტერინის ანტიოქსიდანტურ თვისებებს და ორგანიზმს აძლევს უნარს, დაწვას ქოლესტერინი. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერად მიღებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადებების რისკი ისევე, როგორც ღვინის შემთხვევაში.   ცოტა რამ, ზოგადად ალკოჰოლის შესახებ ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მსუბუქი და ზომიერი ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლში შაქრის კონტროლი, რაც აუცილებელია დიაბეტით დაავადებულთათვის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი ალკოჰოლის მოხმარება ამცირებს ინსულინის რეზისტენტობას, რაც დიდი რისკის ფაქტორია დიაბეტისთვის. კიდევ ერთმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მიღება ასოცირდება დიაბეტის რისკის შემცირებასთან 43%-ით მამაკაცებში და 58%-ით ქალებში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოტენციური სარგებელი დაკავშირებულია მხოლოდ მსუბუქად და ზომიერად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ანუ დღეში ერთ ან ორ ბოთლ ლუდთან ან 1-2 ჭიქა ღვინოსთან. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ყოველთვის ზიანს აყენებს ორგანიზმს.   რამდენად უწყობს ხელს ლუდი წონის კლებას? თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი ზომიერად და მაინც დაიკლოთ წონაში. ყოველდღე, თქვენი სხეული წვავს კალორიების გარკვეულ რაოდენობას, მაშინაც კი, თუ არ ვარჯიშობთ. ეს დამწვარი კალორიები მოდის ყოველდღიური საქმიანობიდან, როგორიცაა სიარული, დგომა, სუნთქვაც კი. ლუდის დალევასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ორგანიზმი ეთანოლს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ალკოჰოლი, აღიქვამს, როგორც ტოქსინი, ასე რომ, ის აქტიურად მუშაობს ალკოჰოლის რაც შეიძლება მალე მოშორებაზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი პრიორიტეტს მიანიჭებს ალკოჰოლის გადამუშავებას. კიდევ ერთი, ნაკლებად მეცნიერული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ხშირად წონის მატება დამოკიდებულია არა ლუდზე, არამედ იმ საკვებზე, რომელსაც ვიღებთ ლუდის სმასთან ერთად. ალკოჰოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე, რაც იწვევს საკვების უფრო მეტი რაოდენობიღ მიღებას, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი ზომიერად დალევით. ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მიღება არ შეაფერხებს თქვენს კლების პროცესს მანამ, სანამ მათ ანგარიშობთ თქვენს ყოველდღიურ კალორიულ მიღებაში. მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ კალორიებს ლუდის დალევისას. თუ ამ ყველაფერს აკონტროლებთ, შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი.   შეგიძლიათ იხილოთ ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი alcoshop.ge-ზე: www.alcoshop.ge/categories/beer

სტატიის ავტორი:

2022-09-07

სრულად ნახვა
სტატიები 
ის, რაც უნდა ვიცოდეთ ჯინის შესახებ
თუ ჯინისა და ტონიკის მოყვარული ხართ, ალბათ, საათობით შეძლებთ დაიცვათ ჯინის ყველა ღირსება. მაგრამ რა იცით რეალურად ჯინის შესახებ, გარდა იმისა, რომ კარგი გემო აქვს? -  საიდან მოდის, როგორ მზადდება და ა.შ ჯინი წარმოუდგენლად საინტერესო, რთული სასმელია მომხიბლავი ისტორიით. იგი ბევრს უყვარს, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის ამის შესახებ.   რა არის ჯინი? ჯინი არის გამჭვირვალე სპირტიანი სასმელი, რომელიც მზადდება მარცვლეულისგან, ჩვეულებრივ, ქერის ან სიმინდისგან. ჯინიც არყის მსგავსად მზადდება. ფაქტობრივად, ჯინისა და არყის დამზადების პროცესები არსებითად იდენტურია ერთ მნიშვნელოვან ეტაპამდე. ჯინის გამოხდა მაშინ სრულდება, როდესაც მასში ირევა მცენარეული და სხვა უნიკალური ინგრედიენტები, რომელიც ქმნის მიზანმიმართულად არომატულ სპირტს. ბრენდების მიხედვით განსხვავებულია ჯინის გემოები. უმეტესობას მოსწონს ღვია (კვიპაროზისებრთა მცენარე) , როგორც ყველაზე გამორჩეული და სასიამოვნო არომატის მქონე. ღვიის გემო ძალიან სასიამოვნო და ყვავილოვანია და აქვს დამაჯერებელი, ხისა და ფიჭვის არომატი. ჯინს, ზოგადად, არ აქვს მკაცრი კანონები, რომლებშიც მოიაზრება, რომ მისი წარმოება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისად შერჩეულ ადგილას, ამიტომ იგი მზადდება მთელ მსოფლიოში. თუმცა, არსებობს 13 კონკრეტული ტიპის ჯინი, რომელიც უნდა დამზადდეს სპეციალურად შერჩეულ ადგილებში. ჯინის დიდი ნაწილი იწარმოება დიდ ბრიტანეთში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ისტორიის მანძილზე დიდი ჯინის მწარმოებელი იყო.   ჯინის ისტორია ჯინი სათავეს იღებს მე-16 საუკუნის ნიდერლანდებში, როდესაც იქაურებმა დაიწყეს Genever-ის ლიქიორის წარმოება სამკურნალო მიზნებისთვის. ალკოჰოლური სასმელები ხშირად გამოიყენებოდა, როგორც წამალი მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ჯერ დასალევად იყო შემუშავებული, შემდეგ გამოიყენებოდა სამედიცინო მიზნებისთვის და არა პირიქით. Genever სპეციალურად შეიქმნა ნიდერლანდელების მიერ, როგორც წამალი. Genever არის ალაოს ქერის ღვინოზე დაფუძნებული სპირტი და როდესაც ის პირველად შეიქმნა, მას საკმაოდ ცუდი გემო ჰქონდა. შემდეგ მიქსს დაემატა ღვია, რათა მკვეთრი გემო გაენეიტრალებინა. ღვია შერწყმულია ალკოჰოლთან და გამოიყენებოდა სამკურნალო პროგრამებში ბევრად ადრე, ვიდრე ამას ნიდერლანდელები გააკეთებდნენ მე-16 საუკუნეში. 70 - იან წელს ბერძენმა ექიმმა, სახელად პედანიუს დიოსკორიდესმა, გამოაქვეყნა ხუთტომიანი ენციკლოპედია მცენარეული მედიცინის შესახებ. ამ ენციკლოპედიაში დიოსკორიდი დეტალურად აღწერს ღვინოში გაჟღენთილი ღვიის კენკრის მნიშვნელობას გულმკერდის დაავადებებთან საბრძოლველად. 1055 წელს ბენედიქტელმა ბერებმა სოლერნოდან (იტალია) შექმნეს ღვიის კენკრით გაჟღენთილი მატონიზირებელი ღვინის რეცეპტი. ასე რომ, გამოდის, რომ ნიდერლანდელების იდეა არც ისე ორიგინალური იყო.   როგორ მზადდება ჯინი? ჯინის დამზადების ძირითადი პროცესი იწყება სუფთა ალკოჰოლის ან ეთანოლის ბაზის სპირტიდან. შემდეგ, ეთანოლი ხელახლა გამოიხდება ღვიის კენკრით და სხვა ბოტანიკური საშუალებებით. ბოტანიკური ნივთიერებები ანიჭებს ალკოჰოლს უკეთეს არომატს, რაც ჯინს აძლევს მცენარეულ, ყვავილოვან ნოტებს. არსებობს სამი ძირითადი ტექნიკა, რომელსაც დისტილერები იყენებენ მცენარეული ნივთიერებების ეთანოლში შერევისას.   რა განსხვავებაა ჯინის სხვადასხვა სახეობებს შორის? ჯინის ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელიც მზადდება მთელ მსოფლიოში. ზოგი უფრო მცენარეული და მწარეა, ზოგი კი ბევრად უფრო რბილია. თითოეული სახეობა გთავაზობთ უნიკალურ გემოს და არომატს.   London Dry Gin London Dry Gin, რა თქმა უნდა, იქმნება ლონდონში. თუმცა, ყველა London Dry ჯინი არ არის დამზადებული ინგლისში. London Dry არის სტილი, რომელიც ახლა იწარმოება მთელ მსოფლიოში. ეს ის სტილია, რომელიც უემეტესობას ახსენდება, როდესაც ჯინზე საუბრობს. ღვია, როგორც წესი, ყველაზე გამორჩეული მცენარეული საშუალებაა, ციტრუსის, ანგელოზის ფესვისა და ქინძის ტონებით. სახელი ,,მშრალი“ ნიშნავს, რომ არ არის დამატებული ხელოვნური არომატიზატორი და ყველა არომატი ბუნებრივად წარმოიქმნება მცენარეების მიერ.   PLYMOUTH ლონდონის მშრალი ჯინის უფრო მსგავსი, თუმცა უფრო ნაზი. Plymouth ჯინი მზადდება მხოლოდ ერთი დისტილერიის მიერ სამხრეთ ინგლისში. Plymouth Gin Distillery არის ერთ-ერთი უძველესი დისტილერია დიდ ბრიტანეთში და ის ერთადერთია, რომელსაც აქვს უფლება, გააკეთოს Plymouth ჯინი. რაც შეეხება გემოს, Plymouth ჯინი უფრო მშრალია ვიდრე London Dry და უფრო ციტრუსოვანი ვიდრე მხოლოდ ღვიის ნაზავით. თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ უფრო მრავალფეროვანი გემოები მათი შვიდი მცენარეული ნაზავისგან. მათ შორის ღვიის, ქინძის თესლი, გამხმარი ტკბილი ფორთოხლის კანი, კარდამონი, ანჯელიკას ფესვი და ბაზის ფესვი. უნდა აღინიშნოს, რომ Plymouth Distillery ასევე აწარმოებს Navy Strength Gin-ს, რომელიც არის 57% ABV და ხასიათითა და გემოთი ბევრად უფრო ახლოსაა London Dry-თან.   Old Tom Gin ძველი ტომი უფრო ძველი ჯინის სტილია, მდიდარი და ციტრუსოვანი სიტკბოთი. ძველი ტომ ჯინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მე-17 საუკუნის ლონდონში. იგი ცნობილი გახდა, როგორც აბაზანის ჯინი, რადგან ხალხი რეალურად ამზადებდა მას აბანოებში. ხალხმა დაამატა ისეთი რამ, როგორიცაა ძირტკბილა ან სხვა დამატკბობელი საშუალებები, რათა გაეხადათ ჯინი უფრო ტკბილი და დაეფარათ ნებისმიერი უსიამოვნო არომატი. ძველი ტომ ჯინი აბანოებში აღარ მზადდება. ეს არის ჯინის ელეგანტური სტილი დელიკატური სიტკბოთი, რომელიც, როგორც წესი, გამოხდის პროცესში ძირტკბილისგან მოდის. Old Tom უფრო მდიდარია გემოთი, ვიდრე London Dry ჯინი და კარგად მიდის სხვადასხვა კლასიკურ კოქტეილებში, როგორიცაა Tom Collins.   GENEVER Genever ზოგჯერ ჯინის ბაბუას უწოდებენ. ჯინი წარმოიშვა გენვერიდან, რომელიც შეიქმნა მე-16 საუკუნეში ჰოლანდიაში. Genever -ს უფრო ძლიერი გემო აქვს, ვიდრე კლასიკურ ჯინს უნდა ჰქონდეს, რადგან ჟენევერის ფუძის მარცვლები ალაოსებრია, ვისკის მსგავსი. Genever არომატიზებულია ღვიითა და სხვა ბოტანიკური საშუალებებით, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე ჯინი. Genever წარმოუდგენლად მდიდარია გემოთი და შესანიშნავად მიდის კოქტეილებში, როგორიცაა Gin Old Fashioned ან ნებისმიერი სხვა ტკბილი ვერმუტი.    

სტატიის ავტორი:

2022-08-08

სრულად ნახვა
კოქტეილები 
ტრადიციული მარტინი - რომელია უკეთესი, ჯინი თუ არაყი?
მარტინი არის მარტივი და კლასიკური კოქტეილი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ინგრედიენტისგან: არაყი ან ჯინი, და ვერმუტი. ჯინით გავაკეთოთ მარტინი, თუ არყით? ამ კითხვაზე სწორი ან არასწორი პასუხი არ არსებობს. დროთა განმავლობაში ბევრი სხვადასხვა აზრი ჩამოყალიბდა, თუ როგორ უნდა გააკეთო მარტინი სწორად. თუ თქვენ ესტუმრებით, მაგალითად, უფრო კლასიკურ ბარს, ისინი, სავარაუდოდ, თქვენს მარტინს ჯინით მოამზადებენ. მეორეს მხრივ, უფრო თანამედროვე და ნაკლებად კლასიკურ ბარში შესაძლოა მარტინი არყის საშუალებით მოამზადონ. მარტინის დიდი უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლია ექსპერიმენტი გააკეთო სხვადასხვა ტიპის ჯინითა და არყით, რათა გაიგო, რომელი უფრო შეესაბამება შენს გემოვნებას. მართლაც, გემრიელი ტრადიციული მარტინის მოსამზადებლად უამრავი გზა არსებობს. დღევანდელ ბლოგში განვიხილოთ, როგორ შევქმნათ იდეალური კოქტეილი.   განსხვავებები ჯინსა და არაყს შორის ჯინი და არაყი გარკვეულწილად, ერთმანეთს ჰგავს, თუმცა რეალურად ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არაყიც და ჯინიც, გამჭვირვალე ალკოჰოლური სასმელებია, რომლებიც დისტილაციის ეტაპს გადიან. გარდა ამისა, ორივე სასმელი პოპულარულია კოქტეილებში გამოსაყენებლად, განსაკუთრებით მარტინში. ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე კარგად ერწყმის ვერმუტს. არაყსა და ჯინს შორის მთავარი განსხვავება მათი გემოა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სასმელი გამჭვირვალე და უფეროა, მათი გავლენა გემოზე რადიკალურად განსხვავებულია. ჯინს აქვს გამორჩეული მცენარეული გემო. არაყი შედარებით ნეიტრალური და უგემოვნოა, თუ არ ჩავთვლის სპირტის გემოს. ამ ფენომენს ვიღებთ იმის გამო, რომ ჯინი გამოხდილია ,,JUNIPER” - ითა და სხვა მცენარეული საშუალებებით, რათა მას მკაფიო და უნიკალური არომატი მისცეს. ჯინი ტექნიკურად შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც არომატიზებული არაყი, თუმცა, არაყს არ შეიძლება ვუწოდოთ ჯინის სახეობა, რადგან ის არ გადის იგივე მცენარეული ინფუზიის პროცესებს. როდესაც საქმე ეხება ამ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას მარტინში, უმჯობესია დარწმუნდეთ, რომ ისინი კარგად არის გაცივებული. გაცივება,  ალკოჰოლურ სასმელებს აძლევს ბუნებრივ სიბლანტეს, რაც მათ შესანიშნავ გემოს მისცემს ვერმუტთან ერთად. ჯინი გვთავაზობს უფრო მცენარეულ არომატს, ხოლო არაყს შეუძლია თქვენს მარტინს უფრო გლუვი, უფრო კლასიკური გემო მისცეს. თუ რომელს ანიჭებთ უპირატესობას, დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე.   შევანჯღრიოთ თუ ავურიოთ? კიდევ ერთი კლასიკური სადავო თემა, მარტინის მოყვარულებს შორის: ,,სასმელი უნდა შეანჯღრიოთ თუ აურიოთ“? ტრადიციულად, ყველა ალკოჰოლური სასმელი უნდა მიირთვათ შერეული. შენჯღრევის მეთოდი ჩვეულებრივ ეხება სასმელებს, რომლებიც შეიცავს ციტრუსს, კვერცხის ცილას, რძის პროდუქტებს ან სქელი სიროფებისა და ლიქიორების სხვა ფორმებს. თუმცა ჯეიმს ბონდმა დაამსხვრია ეს სტერეოტიპი, როდესაც მან მოითხოვა მისი მარტინის შენჯღრევით გაკეთება და არა მორევით. მარტინის ყინულით შენჯღრევა სასმელს ცივ ტემპერატურამდე მიიყვანს უფრო მოკლე დროში. ეს პროცესი ასევე აზავებს სასმელს წყლით ყინულის დნობის გამო, ანიჭებს განსხვავებულ ტექსტურას და იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისთვისაც ზედმეტი ალკოჰოლის გემო არ არის სასურველო კოქტეილში.   მშრალი თუ სველი? მარტინის შექმნისას თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რამდენად „მშრალი“ ან „სველი“ გსურთ იყოს თქვენი კოქტეილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ვერმუტს დაასხით მომზადებისას. რაც უფრო მეტ ვერმუტს დაამატებთ, მით უფრო "სველი" ხდება მარტინი. მარტინი ვერმუტის წვეთებით ძალიან მშრალია. ხოლო, ბევრი ვერმუტი მარტინს ატენიანებს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია 50/50 განაწილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტინში თანაბად არის განაწილებული ჯინი/არაყი და ვერმუტი. თუ მარტინიში არ არის სიმშრალისა და სისველის სწორი განაწილება, უნდა სცადოთ სხვადასხვა პროპორციები და იპოვოთ ის, რაც იდეალურად შეესაბამება თქვენს გემოვნებას.   როგორ მოვამზადოთ მარტინი? ინგრედიენტები 2½ უნცია ჯინი ან არაყი ვერმუტის 1 კოვზი ყინული ზეთისხილი გარნირისთვის   მომზადების წესი გააცივეთ მარტინის ჭიქა შეურიეთ ჯინი და ვერმუტი დაამატეთ ყინული და აურიეთ გაცივებამდე, დაახლოებით 30 - დან 60 წამამდე ჩაასხით მარტინის ჭიქაში მორთეთ ზეთისხილით

სტატიის ავტორი:

2022-07-19

სრულად ნახვა
კოქტეილები 
3 გამაგრილებელი კოქტეილი
მოჰიტო ყველა კლასიკურ კოქტეილს შორის, ეს კუბური სასმელი ერთ-ერთი საუკეთესოა. სრულყოფილი მოჰიტო: ნახევრად ტკბილი და გაზიანი, პიტნის არომატით. ბარებში დამზადებული კოქტეილისგან განსხვავებით, მას აქვს ნაკლები შაქარი და უფრო მეტი მრავალფეროვანი გემოები. ახლა კი გაგიზიარებთ ზუსტად როგორ გავაკეთოთ იდეალური მოჰიტო! როგორ მოვამზადოთ მოჰიტო? მოჰიტო არის მჟავე კოქტეილი, რომელიც წარმოიშვა ჰავანაში (კუბა). მისი შექმნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ზოგი ამბობს, რომ ის გამოიგონეს 1500-იან წლებში, ზოგი კი, მის შექმნას, 1800-იან წლებში, Bacardi-ს დაარსებას უკავშირებს. თუმცა ერთი კი დანამდვილებით ვიცით, რომ მისი, როგორც საკულტო კუბური კოქტეილის სახელი, გავრცელდა 1930-იან წლებში, როდესაც ერნესტ ჰემინგუეიმ შეუწყო ხელი სასმლის პოპულარიზაციას. იგი ერთ-ერთი პირველია ,,საერთაშორისო ბარმენთა ასოციაციის“ IBA-ს ოფიციალური კოქტეილების სიაში. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს „ზუსტი“ და იდეალურად შედგენილი რეცეპტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბარმენები მას სხვადასხვაგვარად ამზადებენ. აი, როგორია ნამდვილი მოჰიტოს კლასიკური რეცეპტი: ინგრედიენტები ახალი პიტნა 4 ღერი ლაიმი 1 ც რომი 60 მლ სიროფი 1/2 ჭიქა ან 3 ჩ/კ შაქარი დაქუცმაცებული ყინული 4 ს/კ გაზიანი სასმელი (ტონიკი, სპრაიტი) კოქტეილის მოსამზადებლად სულ 4 ძირითადი საფეხური უნდა გავიაროთ აიღეთ შეიკერი ან კოქტეილის ჭიქა და მასში მოათავსეთ პიტნის ღეროები სიროფთან (ან შაქართან) ერთად. კარგად ჩაჭყლიტეთ პიტნის ფოთოლი. აიღეთ ლაიმი და ჩაწურეთ შიგნით მისი წვენი, ხოლო ქერქი ჩადეთ ჭიქაში და დაუმატეთ დაქუცმაცებული ყინული. ჩაასხით რომი. ჩასხმის შემდეგ ურიეთ სანამ კარგად არ დაიორთქლება ჭიქა. მას შემდეგ რაც შეასრულბეთ ყველა წინა საფეხურს, დაამატეთ ტონიკი ან გაზიანი სასმელი, მორთეთ იგი პიტნითა და ლაიმით და მიირთვით     სანგრია ესპანური ნაციონალური ალკოჰოლური სასმელი წითელი ღვინით. ხილის ნაჭრების, შაქრისა და ბრენდის დამატებით. ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში სანგრიას არასწორად ამზადებენ, თუმცა ჩვენ გაგიზიარებთ ნამდვილი ესპანური სანგრიას რეცეპტს. კლასიკური ესპანური გზა, მისი მომზადების, არის ის რომ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იდეალური სიზუსტით.   ინგრედიენტები შაქარი გაზიანი ან ჩვეულებრივი, მინერალური წყალი კონიაკი (ან ბრენდი) დარიჩინის ჩხირი ფორთოხლის წვენი ლიმონი ფორთოხალი წითელი ღვინო   მომზადების წესი 1.  ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით რგოლებად, ჩაყარეთ დოქში (1 ან 1.5 ლიტრი), ოდნავ დასრისეთ, ჩაამატეთ შაქარი, 1 ც ფორთოხლის წვენი, 1 ღერი დარიჩინი (შეგიძლიათ დაამატოთ სეზონური ხილი). დაასხით ღვინო და კონიაკი ან ბრენდი, დააფარეთ თავი და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათი. 2. დრო რომ გავა, ამოიღეთ დარიჩინის ღერი, დაამატეთ წყალი და კარგად აურიეთ. სუფრასთნ მიტანისას ჩაყარეთ ყინულის კუბები.   მარგარიტა მარგარიტას შექმნის ყველაზე ადრეული ვერსია, არის 1938 წელს კარლოს "დენი" ჰერერას მიერ. ის ფლობდა რესტორანს ,,Rancho La Gloria“ ტიხუანაში, მექსიკაში. ის ამტკიცებდა, რომ სასმელი შექმნა მოცეკვავე მარჯორი კინგისთვის, რომელსაც არ შეეძლო ტეკილას გარდა სხვა ალკოჰოლის დალევა. მისი მომზადება უმარტივესია და დაგვჭირდება მხოლოდ 4 ინგრედიენტი.’ შემადგენლობა: 3/4 ჭიქა ტეკილა 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1/2 ჭიქა ლაიმის წვენი 2 ს.კ შაქარი გაიგრილეთ ზაფხულის ცხელი დღეები ჩვენი კოქტეილებით.

სტატიის ავტორი:
Alcoshop.ge
2022-07-11

სრულად ნახვა
სტატიები 
5 საუკეთესო არაყი
არაყი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ალკოჰოლია. მისი შეზავება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სასმელში. 2021 წელს ამერიკაში, 78 მილიონზე მეტი არყის ბოთლი გაიყიდა, რამაც 7.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა. მოდით გადავხედოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უნდა გვახსოვდეს არყის ყიდვისას და ასევე გაგიზიარებთ არყის საუკეთესო ბრენდებს ბაზარზე.   რა უნდა ვეძებოთ არყის ბოთლში არაყი მზადდება ორი ძირითადი ინგრედიენტისგან: წყლისა და ხორბლისგან. თუმცა, ტექნიკურად შეიძლება დამზადდეს სხვა მცენარისგან, როგორიცაა კარტოფილი. მაგრამ ხორბალი, არის ის, რასაც ყველაზე ხშირად იყენებენ. არყის ხარისხიც ძირითადად გამოყენებული ხორბლის ხარისხზეა დამოკიდებული. როდესაც ეძებენ ხორბალს არყის დასამზადებლად, დისტილატორები ეძებენ სახამებლისა და ცილის სრულყოფილ ბალანსს. ზამთრის ხორბლით დამზადებული არაყი, როგორც წესი, უფრო ხარისხიანია, რადგან მწარმოებელს საშუალებას აძლევს შეზღუდოს პესტიციდების გამოყენება. ხშირად მწარმოებლები ყიდულობენ სხვადასხვა მომწოდებლისგან ხორბალს, რისგანაც შედარებით დაბალი ხარისხის არაყი იქმნება. თვითონ მწარმოებლები კუთვნილ მინდვრებში მოყვანილი ხორბალი, როგორც წესი, იდეალურია, რადგან ის არყის დასამზადებლად იდეალურ პირობებშია მოყვანილი. წყალი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს არყის საბოლოო ხარისხში.  არაყში დამატებამდე წყლის გაწმენდის სხვადასხვა გზა არსებობს, დაწყებული ნახშირიდან დამთავრებული ფილტრაციის ბოლო ეტაპამდე. მაღალი ხარისხის წყალი ხელს უწყობს უფრო გლუვ არაყს. არყის ხარისხის კიდევ ერთი მაჩვენებელი წარმოშობის ქვეყანაა. არყის გამოხდის ოქროს სტანდარტად რუსეთი და პოლონეთი ითვლება. რუსულ არაყს ჩვეულებრივ აქვს უფრო მეტი შაქარი და ალკოჰოლი, ვიდრე პოლონურს. ,,რუსკი სტანდარტ“ არის რუსული არყის პოპულარული, პრემიუმ ბრენდის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც დამზადებულია ციმბირული ხორბლითა და წყლით სანქტ-პეტერბურგში, ლადოგას ტბიდან. პოლონური არაყი უფრო რბილია ვიდრე რუსული. პირველი ოფიციალური ინფორმაცია პოლონურ არაყზე 1405 წელს ჩნდება და მას იყენებდნენ სამკურნალოდ.  ასევე ბევრი მაღალი ხარისხის არაყი არსებობს, ცნობილია ფინური და ფრანგული არყები. ზოგიერთი არაყი უფრო უკეთესია კოქტეილში შერევისთვის, ვიდრე პირდაპირ დასალევად. კიდევ უამრავი ბრენდის არაყი არსებობს, რომლის დაგემოვნებასაც მოისურვებდით. ახლა კი შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა არყის ბრენდს.   ბელვედერი Belvedere Vodka არის პოლონური ბრენდის ძვირადღირებული არაყი, რომელიც დამზადებულია Dankowskie Gold ჭვავისგან. ეს არის ოთხჯერ გამოხდილი და წარმოუდგენლად გლუვი არაყი. 600 წლიანი პოლონური ტრადიციით შთაგონებული, ბელვედერი ქმნის არყის ისტორიას.  მას აქვს ხასიათისა და სისუფთავის შესანიშნავი ბალანსი და არ შეიცავს არანაირ დანამატებს, შაქარსა და გლიცერინს. ბელვედერში შეზავებულია ბელვედერის, საკუთარი, არტეზიული ჭაბურღილების გაწმენდილი წყალი, რაც ჭვავის ხასიათს ინარჩუნებს მაქსიმალურად. იგი მშვენიერია მარტინიში ან თქვენს საყვარელ კოქტეილში.   აბსოლუტ ელიქს შვედური არყის მწარმოებელი Absolut-ისგან, Absolut Elyx მზადდება სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. მისი ყველა დეტალი დახვეწილი და სრულყოფილი. Elyx-ის ასორტიმენტი ულტრა მდიდრულია და ყველა მარცვლეული მიღებულია ერთი წიაღიდან. ელიქსი ხელით იხსნება სპილენძის ნაკადში, რათა შეიქმნას ინტენსიურად გლუვი სპირტი.   გრეი გუსი Grey Goose არის ფრანგული პრემიუმ არაყი, დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლისა და ხელუხლებელი, კირქვით გაფილტრული წყაროს წყლისგან. არომატი წარმოუდგენლად ნათელი, სუფთა და ელეგანტური. ის გთავაზობთ შეუდარებელ სირბილეს და განსაკუთრებულ არომატს, ნუშის დახვეწილი ელფერით.     სმირნოვი Smirnoff დაარსდა რუსეთში 1864 წელს. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არაყი მისი ადვილად დასალევი და ნეიტრალური გემოს გამო. Smirnoff  არის სამჯერ გამოხდილი და ათჯერ გაფილტრული. მდგრადი გემოს შემცველი არაყი. იგი არის წარმოუდგენლად მრავალმხრივი არაყი და შეიძლება უნაკლოდ შეერწყას ნებისმიერ კოქტეილს. მოკლედ რომ ვთქვათ იდეალური ვარიანტია დასაგემოვნებლად.   Finlandia Finlandia არის ფინეთში წარმოებული არყის ბრენდი. იგი მზადდება ნეიტრალურ სპირტში გამოხდილი ქერისგან ილმაიოკის სოფელ კოსკენკორვაში, რომელსაც მართავს ფინური კორპორაცია Altia. შემდეგ გამოხდილი ალკოჰოლი გადაიგზავნება საწარმოო ქარხანაში ნურმიჯარვის სოფელ რაჯამაკიში, ჰელსინკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 45 კილომეტრში. Finlandia არაყი გავრცელებულია 135 ქვეყანაში და იგი ასოცირდება ფინეთთან. მას აქვს, მოცვის, ცაცხვის, მანგოს, წითელი კენკრის, ველური კენკრის, გრეიფრუტის, მანდარინისა და შავი მოცხარის  გემოები.   მეტი პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.alcoshop.ge/categories/vodka-2

სტატიის ავტორი:

2022-06-29

სრულად ნახვა
პარტნიორები 
სარაჯიშვილი
პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და  დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით  კონიაკის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები. 1884 წელს დავით სარაჯიშვილმა საქართველოში პირველი კლასიკური ბრენდის შექმნის ტექნოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. კომპანიამ ოფიციალურად, თავისი პირველი პროდუქტი 1887 წელს გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის შემდეგ, საქართველო პირველი ქვეყანა იყო რუსეთის იმპერიაში, რომელმაც ღვინის ბრენდების წარმოება დაიწყო და ოფიციალურად მას ,,კონიაკი“ უწოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბრენდი, 1889-1912 წლებში პარიზის, ბრიუსელისა და ჩიკაგოს გამოფენებზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.  ამის შემდეგ, 1913 წელს კომპანიამ დაიმსახურა ისეთი განსაკუთრებული წოდება, როგორიცაა ,,რუსეთი იმპერატორის კარის მომწოდებელი“. სამწუხაროდ, 1921 წელს, კომუნისტურ პერიოდში, დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და „თბილისის კონიაკის ქარხნის“ სახელს ატარებდა. 1994 წლიდან, კომპანია კვლავ კერძო მფლობელობაში დაბრუნდა და მან ,,სარაჯიშვილის“ სახელი დაიბრუნა. დღესდღეობით კი ეს დიდებული ბრენდი მსოფლიოს ოც ქვეყანაში ყიდის თავის პროდუქციას.

სტატიის ავტორი:

2022-06-27

სრულად ნახვა
სტატიები 
ალკოჰოლი, როგორც წამალი
მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს დღეს, უმეტესად ჩვეულებრივ სიამოვნებისთვის სვამენ, საუკუნეების წის, მას იყენებდნენ მისი სამკურნალო თვისებების გამო.  დღესაც ალკოჰოლი ჩვეულებრივ გამოიყენება რელიგიურ რიტუალებში, როგორიცაა ზიარება, რომელშიც იყენებენ სუფთა ღვინოს. ამ ქრისტიანულ საიდუმლოებაში, ითვლება, რომ ღვინო გარდაიქმნება იესო ქრისტეს სისხლად. ბუდიზმში, ბერები არ ეწინააღმდეგებიან ალკოჰოლის დოზირებულად მიღებას. მათი თქმით, იგი გამოიყენება გონების გასასუფთავებლად და შინაგანი დათრგუნვის გამოსასწორებლად. მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურამ იპოვა ალკოჰოლის გამოყენების განსხვავებული გზები. ზოგიერთი ეს პრაქტიკა გამიზნულია მხოლოდ გასართობად, ზოგი კი სულიერი მიზნებისთვის გამოიყენება. მათ შორის, ყველაზე მეტად გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.  თუ ვინ და რა სახით იყენებს ალკოჰოლს სამკურნალოდ, ამას სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ.   ქართული საფერავი ალკოჰოლის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი და მწარმოებელი იყო საქართველო, რომელიც ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ქართული ღვინო 8 000 წელზე მეტს ითვლის. საქართველოში უამრავი ყურძნის ჯიშია, თუმცა აღსანიშნავია საფერავის ჯიშის ყურძენი, რომელიც სოფელ ,,ხაშმი“-ს მიკროზონაში მოდის და რომლის ღვინოც, დამტკიცებულია რომ ,,სიმსივნე“ (კიბო)-ს პირველი მტერია და უამრავი ადამიანი იხსნა ამ დაავადებისგან. ქართველი ხალხი, ღვინოს მიიჩნევდა მათ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროდუქტად. ნებისმიერ დროს თითოეული ქართველისთვის ვენახის მოვლა და დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ოჯახისა და ქვეყნის წინაშე ვალი.   ძველი ჩინეთის ბრინჯის ღვინოები ალკოჰოლის სამკურნალოდ გამოყენება ჩრდილოეთ ჩინეთში 7000-6000 წლების წინ დაიწყო. ითვლებოდა, რომ მათ ბრინჯის ღვინოებს აქვს ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სარგებელი, თუმცა იგი დამოკიდებულია პაციენტის სქესზე, ასაკსა და მდგომარეობაზე. გარკვეული ჩინური სამედიცინო ლიტერატურა რეკომენდაციას უწევს ალკოჰოლის დალევას, გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ.   ფარაონული, ეგვიპტური ლუდები და ღვინოები შემდეგი უძველესი ჩანაწერი ალკოჰოლის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3400 წლით, ეგვიპტეში. ითვლება, რომ პირველი ლუდსახარში იყო ნეხენში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იერაკონპოლისი. ძველ ეგვიპტეში ლუდის მოხარშვა ხელოვნებად აღიქმებოდა. ძველ ეგვიპტელებს ლუდი ისე უყვარდათ, რომ მას „სიცოცხლისთვის აუცილებლობად“ თვლიდნენ. ალკოჰოლისადმი ეს სიყვარული კულტურის გარკვეულმა რელიგიურმა რწმენამ გამოიწვია. ოსირისი, ძველი ეგვიპტური სიცოცხლისა და სიკვდილის ღმერთი, ასევე იყო ღვინის ღმერთიც. ალკოჰოლი ჩართული იყო ამ ხალხის ისტორიასა და კულტურაში. ძველი ეგვიპტელები ალკოჰოლს განიხილავდნენ, როგორც წამალს. მაგალითად, ბევრი ეგვიპტელი ამ დროიდან ღვინოს გაახალგაზრდავების წამალად თვლიდა.    

სტატიის ავტორი:

2022-06-20

სრულად ნახვა
პარტნიორები 
ალკორიუმი, ყველაზე დიდი ალკოჰოლის ფიზიკური მაღაზიათა ქსელი
„ალკორიუმი“ ალკოჰოლური სასმელების ლიდერი სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელია საქართველოში. პირველი მაღაზია 2013 წელს გაიხსნა, დღეს კი, საქართველოს მასშტაბით, 30-ზე მეტი სავაჭრო ობიექტით არიან წარმოდგენილნი. ალკორიუმის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება და ფასი, ხარისხიანი სასმელების ყველაზე ფართო ასორტიმენტზე. ალკორიუმი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარია, რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ ერთად შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტები.

სტატიის ავტორი:

2022-06-15

სრულად ნახვა
სტატიები 
განსხვავება თეთრსა და შავ რომს შორის
რა განსხვავებაა თეთრსა და შავ რომს შორის? ადამიანებს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლთან დაკავშირებით. ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ გამჭვირვალე სასმელებს (არაყი, ტეკილა და ა.შ), ზოგს მოსწონს კლასიკური სახით ალკოჰოლის მირთმევა, ზოგი კი მას მხოლოდ მაშინ სვამს, თუ ყინულით, ხილის კოქტეილში იქნება შერეული. მაგრამ რომის მსმელებს შორის საბოლოო გამყოფი არის კითხვა: შავი რომი სჯობს თუ თეთრი? რა განსხვავებაა თეთრსა და შავ რომს შორის? ფერების განსხვავებების გასაგებად ძალიან მარტივი გზა არის ის, რომ თეთრი რომი არ არის დაძველებული, ხოლო შავი რომი დაძველებულია. თუმცა, რომის ზოგიერთ ბრენდს უბრალოდ კარამელს ან საღებავს უმატებენ, რათა შეიცვალოს ფერი. მეორეს მხრივ, ზოგიერთი დაძველებული რომი, რომელიც შავი ფერისაა, შეიძლება გაფილტრული იყოს ნახშირით, ფერის მოსაშორებლად. ასე რომ, რომის ფერი ყოველთვის არ არის იმის მანიშნებელი, დაძველებულია თუ არა იგი. რომის ისტორია რომს დიდი ისტორია აქვს შეერთებულ შტატებსა და კარიბის ზღვის აუზში. ზოგი მას მეკობრეებს უკავშირებს, ზოგი კოლეჯის საგაზაფხულო არდადეგებს, ზოგი აშშ-ს ისტორიას, მაგრამ ყველა მათგანისთვის საერთო ის არის, რომ ეს სასმელი იდეალური ვარიანტია კარგი დროის გასატარებლად. რომი წარმოიშვა 1650-იან წლებში და იგი იყო პირველი ალკოჰოლური სასმელი, რომლის გამოხდაც მოხდა აშშ-ში. სინამდვილეში კი, რომი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელი გახლდათ, რომელიც ხელმისაწვდომი იყო 1900-იან წლებამდე, ჯინისა და არყის გამოჩენამდე. ცნობილი ბრენდები თეთრ რომში Bacardi არის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური რომი. ეს არის კარგად დამზადებული რომი ხელმისაწვდომ ფასად. ბაკარდი იფილტრება ნახშირის მეშვეობით და შემდეგ ძველდება თეთრ მუხაში. Malibu არის იდეალური ვარიანტი სანაპიროზე დასვენებისას და საზაფხულო არდადეგების დროს. ეს რომი ცნობილია უგემრიელესი ქოქოსის არომატით, რომელსაც ტროპიკებში მივყავართ. დამზადებულია ბარბადოსში. Real McCoy არის კიდევ ერთი შესანიშნავი ბარბადოსული რომი, რომელიც დაძველებულია სამი წლის განმავლობაში. იგი მზადდება მცირე პარტიებით და არის ,,ერთნახადი". ცნობილია როგორც გლუვი რომი, მას აქვს ციტრუსის, ხისა და ყვავილების არომატი. ცნობილი ბრენდები შავ რომში Captain Morgan არის რომის საკულტო ბრენდი. რომის მოყვარულებს მთელ მსოფლიოში უყვართ ნამდვილი მეკობრეების სასმლის დალევა. ეს არის კარიბის ზღვის სანაპიროზე დამზადებული რომი სანელებლების საიდუმლო ნაზავით, ვანილისა და კარამელის ელფერით. Plantation არის რომი ბარბადოსიდან, რომელიც დაძველებულია ხუთი წლის განმავლობაში. იგი გაჟღენთილია  ბანანის, ქოქოსისა და ხმელი ხილის ელფერით, რაც ნამდვილად სასიამოვნო სასმელს ქმნის. alcoshop.ge გთავაზობთ რომის მრავალფეროვან არჩევანს.    

სტატიის ავტორი:

2022-06-13

სრულად ნახვა
კოქტეილები 
3 ვისკის კოქტეილი, რომელიც უნდა მიირთვა ამ ზაფხულს
ვისკის შესახებ არსებობს სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ იგი არის იდეალური მხოლოდ კლასიკური სახით. თუმცა სწორად შერეული ვისკი ასევე ქმნის სრულყოფილ საზაფხულო სასმელს სანაპიროზე ან თუნდაც აუზზე დასვენებისას. ჯიმ ბიმი გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ იდეალური კოქტეილი. THE WHISKEY SOUR არის კლასიკური კოქტეილი, რომელიც მზადდება ვისკით, ლიმონის წვენითა და ცოტა სიროფით ან შაქრით. ზოგი მას კრემისებურად მიირთმევს დაუმუშავებელი კვერცხის ცილის დამატებით. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი ჯიმ ბიმ ბურბონი (Jim Beam Burbon) 3/4 ლიმონის წვენი, ახლად გამოწურული 1/2 სიროფი ან შაქარი 1/2 კვერცხის ცილა (სურვილისამებრ) ანგოსტურა (Angostura) მწარე გარნირად შეურიეთ ჯიმ ბიმი, ლიმონის წვენი, სიროფი და კვერცხის ცილა. თუ კვერცხის ცილას დაუმატებთ, შეანჯღრიეთ (ყინულის გარეშე) 30 წამის განმავლობაში, რათა დაიშალოს კვერცხის ცილა და მიიღოთ თეთრი ლამაზი და ქაფიანი მასა. შემდეგ, დაამატეთ ყინული შეიკერის ჭიქაში და კვლავ შეანჯღრიეთ სანამ კარგად არ გაცივდება. გადაწურეთ ჭიქაში. გააფორმეთ სურვილისამებრ და მიირთვით.   THE MINT JULEP ეს არის ტკბილი, პიტნისფერი, გლუვი და გამაგრილებელი სასმელი. იგი მთელს აშშ-ში გავრცელდა, როგორც ერთგვარი ამერიკული სტილის მოხიტო. ჯიმ ბიმ დაბლ ოაკ (Jim Beam Double Oak) ორჯერ ძველდება ორ განცალკევებულ მუხის კასრში კიდევ უფრო მდიდარი გემოსთვის.   მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2.5 ჯიმ ბიმ დაბლ ოაკ (Jim Beam Double Oak) 4 ან 5 პიტნის ლერწი (მხოლოდ ფოთლები) 2 შაქრის კუბიკი (ან 1/2 ნაწილი სიროფი) პიტნის ლერწი გასაფორმებლად დამსხვრეული ყინული დაიწყეთ პიტნის ფოთლების და შაქრის ან სიროფის კოქტეილის ჭიქაში მოთავსებით. კარგად აურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას და ასევე გამოუშვას პიტნის ზეთი და არომატი. დაამატეთ ჯიმ ბიმ დაბლ ოაკ (Jim Beam Double Oak), შემდეგ დაამატეთ დამსხვრეული ყინული. კარგად აურიეთ. მორთეთ თქვენი პიტნის ლერწეებით და შემდეგ მიირთვით.   THE ALGONQUIN COCKTAIL არის უგემრიელესი, ტროპიკული ვისკის მარტინი, რომელიც მზადდება ანანასითა და ტკბილი ვერმუტით. ALGONQUIN-ს სახელი ეწოდა ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო ALGONQUIN-ის საპატივცემულოდ, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დადიოდნენ. თუ გიყვართ ხილის, ტკბილი კოქტეილები, მაშინ არჩევანი ამაზე უნდა შეაჩეროთ.  შემატეთ კიდევ უფრო მეტი ხილის არომატი ჯიმ ბიმ ეფლის (JIM BEAM APPLE) გამოყენებით. ALGONQUIN-ის მოსამზადებლად  დაგჭირდებათ: 1.5  ჯიმ ბიმ ეფლი (JIM BEAM APPLE) 3/4 მშრალი ვერმუტი 3/4 წილი ანანასის წვენი უბრალოდ დაასხით თქვენი ჯიმ ბიმ ეფლ (JIM BEAM APPLE), მშრალი ვერმუტი და ანანასის წვენი კოქტეილის შეიკერში ყინულით და კარგად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ მარტინის ჭიქაში.      

სტატიის ავტორი:
Alcoshop.ge
2022-06-08

სრულად ნახვა