alco

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს დღეს, უმეტესად ჩვეულებრივ სიამოვნებისთვის სვამენ, საუკუნეების წის, მას იყენებდნენ მისი სამკურნალო თვისებების გამო. 

დღესაც ალკოჰოლი ჩვეულებრივ გამოიყენება რელიგიურ რიტუალებში, როგორიცაა ზიარება, რომელშიც იყენებენ სუფთა ღვინოს. ამ ქრისტიანულ საიდუმლოებაში, ითვლება, რომ ღვინო გარდაიქმნება იესო ქრისტეს სისხლად.

ბუდიზმში, ბერები არ ეწინააღმდეგებიან ალკოჰოლის დოზირებულად მიღებას. მათი თქმით, იგი გამოიყენება გონების გასასუფთავებლად და შინაგანი დათრგუნვის გამოსასწორებლად.

მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურამ იპოვა ალკოჰოლის გამოყენების განსხვავებული გზები. ზოგიერთი ეს პრაქტიკა გამიზნულია მხოლოდ გასართობად, ზოგი კი სულიერი მიზნებისთვის გამოიყენება. მათ შორის, ყველაზე მეტად გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. 

თუ ვინ და რა სახით იყენებს ალკოჰოლს სამკურნალოდ, ამას სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ.

 

ქართული საფერავი

ალკოჰოლის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი და მწარმოებელი იყო საქართველო, რომელიც ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული და ქართული ღვინო 8 000 წელზე მეტს ითვლის.

საქართველოში უამრავი ყურძნის ჯიშია, თუმცა აღსანიშნავია საფერავის ჯიშის ყურძენი, რომელიც სოფელ ,,ხაშმი“-ს მიკროზონაში მოდის და რომლის ღვინოც, დამტკიცებულია რომ ,,სიმსივნე“ (კიბო)-ს პირველი მტერია და უამრავი ადამიანი იხსნა ამ დაავადებისგან.

ქართველი ხალხი, ღვინოს მიიჩნევდა მათ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროდუქტად. ნებისმიერ დროს თითოეული ქართველისთვის ვენახის მოვლა და დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ოჯახისა და ქვეყნის წინაშე ვალი.

 

ძველი ჩინეთის ბრინჯის ღვინოები

ალკოჰოლის სამკურნალოდ გამოყენება ჩრდილოეთ ჩინეთში 7000-6000 წლების წინ დაიწყო.

ითვლებოდა, რომ მათ ბრინჯის ღვინოებს აქვს ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სარგებელი, თუმცა იგი დამოკიდებულია პაციენტის სქესზე, ასაკსა და მდგომარეობაზე.

გარკვეული ჩინური სამედიცინო ლიტერატურა რეკომენდაციას უწევს ალკოჰოლის დალევას, გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ.

 

ფარაონული, ეგვიპტური ლუდები და ღვინოები

შემდეგი უძველესი ჩანაწერი ალკოჰოლის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3400 წლით, ეგვიპტეში. ითვლება, რომ პირველი ლუდსახარში იყო ნეხენში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იერაკონპოლისი.

ძველ ეგვიპტეში ლუდის მოხარშვა ხელოვნებად აღიქმებოდა. ძველ ეგვიპტელებს ლუდი ისე უყვარდათ, რომ მას „სიცოცხლისთვის აუცილებლობად“ თვლიდნენ.

ალკოჰოლისადმი ეს სიყვარული კულტურის გარკვეულმა რელიგიურმა რწმენამ გამოიწვია. ოსირისი, ძველი ეგვიპტური სიცოცხლისა და სიკვდილის ღმერთი, ასევე იყო ღვინის ღმერთიც. ალკოჰოლი ჩართული იყო ამ ხალხის ისტორიასა და კულტურაში.

ძველი ეგვიპტელები ალკოჰოლს განიხილავდნენ, როგორც წამალს. მაგალითად, ბევრი ეგვიპტელი ამ დროიდან ღვინოს გაახალგაზრდავების წამალად თვლიდა.

 

 

სტატიის ავტორი , 2022-06-20