alco

შავი პარასკევი - დღე, რომელიც აერთიანებს დიდებულ ფასდაკლებებსა და  უამრავი ალკოჰოლური სასმლის აღმოჩენის საშუალებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალკოშოპში, სადაც ჩვენ მოგიყვებით ლეგენდებსა და ტრადიციებს, რომლებიც აქცევს შავ პარასკევს დიდ დღესასწაულად.

 

  • ცოტა რამ შავი პარასკევის შესახებ:

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს, ამერიკაში, მე-19 საუკუნიდან აღნიშნავენ, ტერმინი "შავი პარასკევი", პირველად, მე-20 საუკუნის შუა ხანებში ფილადელფიაში გამოჩნდა. სახელი უკავშირდება ქუჩებში მძიმე საცალფეხო და სატრანსპორტო მოძრაობას, რომელიც მადლიერების დღის მეორე დღეს შეინიშნებოდა.

ზოგიერთი ადამიანი შავ პარასაკევს უკავშირებს მხოლოდ ტექნიკასთან დაკავშირებულ ფასდაკლებებს, არადა, რეალურად, ეს დღე პრემიუმ ალკოჰოლურ სასმელებზე ექსკლუზიურ ფასდაკლებებს გვპირდება. წარმოიდგინეთ მრავალფეროვანი ვისკის, დაძველებული ღვინისა და სხვა უამრავი სასმლის არჩევანი, რომელიც თქვენს კოლექციას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს.

 

  • პარასკევის საღამო

პარასკევი ხომ ის დღეა, როცა საღამოს ყველა გართობას და დამღლელი კვირის შემდეგ განტვირთვას ვგეგმავთ ხოლმე. წარმოვიდგინოთ როგორ ვიწყებთ პარასკევს, დილიდან მრავალფეროვანი სასმელების არჩევით, კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებებით. ბოლოს კი,როგორ აღვნიშნავთ ამ დღეს ახლობლებთან.

მოდი ალკოშოპთან ერთად შევქმნათ იდეალური შავი პარასკევი, დაბალი ფასებითა და ალკოჰოლის მრავალფეროვანი არჩევანით, დაწყებული ღვინის ხავერდოვანი გემოებიდან დასრულებული ვისკის სასიამოვნო არომატებით.

სტატიის ავტორი , 2023-11-23