alco

თუ ითვლით კალორიებს და გსურთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, შეიძლება ფიქრობთ, რომ ლუდზე უარი უნდა თქვათ. ლუდი, როგორც წესი, არის მძიმე და ნახშირწყლებით სავსე.  თუმცა, არსებობს მსუბუქი, დაბალკალორიული ლუდის ფართო არჩევანი, რომელიც შეიძლება იყოს ისეთივე კარგი, როგორიც თქვენი რჩეული ლუდია. ნამდვილად შეგიძლიათ მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი ზომიერად. უბრალოდ უნდა ნახოთ მათი კალორიული შემცველობა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ლუდით თქვენი ყოველდღიური კალორიული მიზნების ფარგლებში.

მოდით გადავხედოთ კალორიების საშუალო რაოდენობას ლუდის ბოთლში და გავეცნოთ სხვადასხვა სასარგებლო თვისებებს ჯანმრთელობისთვის, რომელიც ლუდს გააჩნია. ასევე დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ლუდი მავნებელია და მასზე უარის თქმა აუცილებელია, როგორც წონაში კლებისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის.

 

რამდენი კალორიაა საშუალოდ ლუდში?

ლუდის ბოთლში კალორიები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ბრენდი, სტილი და ალკოჰოლის შემცველობა. 1 ბოთლი (0.5 ლ) ლუდი, საშუალოდ შეიცავს დაახლოებით 150 კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი იქნება 50-დან 100 კალორიამდე.

ლუდი მზადდება მარცვლეულის მოხარშვისა და საფუარით დუღილის შედეგად. საფუარი იღებს მარცვლეულის შაქარს და სახამებელს, და გარდაქმნის მათ ალკოჰოლად. ლუდში შემავალი კალორიები მოდის როგორც ალკოჰოლიდან, ასევე დაუდუღებელი მარცვლეულის ნახშირწყლებიდან. ამიტომ სუფთა ალკოჰოლი, ისევე როგორც არაყი, უფრო კალორიულია.

საშუალო ლუდის კალორიული შემცველობის მთავარი მაჩვენებელი ალკოჰოლის შემცველობაა. იგი მითითებული იქნება ეტიკეტზე, ზოგჯერ შემოკლებით ABV%. საშუალოდ, არის დაახლოებით 5% ABV. თუმცა, ლუდი მეტი ალკოჰოლით, შეიცავს ბევრ კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი, რომელიც შეიცავს ნაკლებ ალკოჰოლს, უფრო დაბალი იქნება კალორიული მაჩვენებლებით.

 

რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ლუდი?

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი რაოდენობით ღვინის მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ამ მოსაზრებამ ხალხი დააფიქრა, შეიძლება თუ არა მსგავსი სარგებელი მოგვიტანოს ლუდმა.

ხშირად ლუდს მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კალორიულ ალკოჰოლურ სასმელად და ამის გამო უარყოფითად აფასებენ. მიუხედავად ამისა, ის შეიცავს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. ჩვეულებრივი და მსუბუქი ლუდი შეიცავს ნიაცინს, რიბოფლავინს, ქოლინს, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, ფოსფორს, სელენს, ვიტამინ B12-ს და პანტოტენის თუმცა, არასოდეს გამოიყენოთ ლუდი, როგორც ერთადერთი შემცვლელი, რადგან ლუდის რეკომენდებულ რაოდენობაზე ბევრად მეტის დალევა მოგიწევთ ყოველდღიურად, რათა მიიღოთ ყოველდღიურობისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები.

მსუბუქი და ზომიერი რაოდენობით ლუდის დალევა ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებლიანობა მოდის გულზე. გულის დაავადება არის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი შეერთებულ შტატებში და ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერი მიღება საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადების რისკებს.

თორმეტ კვირიან კვლევაში 36 ჭარბწონიან ზრდასრულზე, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მოხმარება აუმჯობესებს HDL-ის, ანუ  ქოლესტერინის ანტიოქსიდანტურ თვისებებს და ორგანიზმს აძლევს უნარს, დაწვას ქოლესტერინი. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერად მიღებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადებების რისკი ისევე, როგორც ღვინის შემთხვევაში.

 

ცოტა რამ, ზოგადად ალკოჰოლის შესახებ

ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მსუბუქი და ზომიერი ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლში შაქრის კონტროლი, რაც აუცილებელია დიაბეტით დაავადებულთათვის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი ალკოჰოლის მოხმარება ამცირებს ინსულინის რეზისტენტობას, რაც დიდი რისკის ფაქტორია დიაბეტისთვის. კიდევ ერთმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მიღება ასოცირდება დიაბეტის რისკის შემცირებასთან 43%-ით მამაკაცებში და 58%-ით ქალებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოტენციური სარგებელი დაკავშირებულია მხოლოდ მსუბუქად და ზომიერად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ანუ დღეში ერთ ან ორ ბოთლ ლუდთან ან 1-2 ჭიქა ღვინოსთან. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ყოველთვის ზიანს აყენებს ორგანიზმს.

 

რამდენად უწყობს ხელს ლუდი წონის კლებას?

თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი ზომიერად და მაინც დაიკლოთ წონაში. ყოველდღე, თქვენი სხეული წვავს კალორიების გარკვეულ რაოდენობას, მაშინაც კი, თუ არ ვარჯიშობთ. ეს დამწვარი კალორიები მოდის ყოველდღიური საქმიანობიდან, როგორიცაა სიარული, დგომა, სუნთქვაც კი.

ლუდის დალევასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ორგანიზმი ეთანოლს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ალკოჰოლი, აღიქვამს, როგორც ტოქსინი, ასე რომ, ის აქტიურად მუშაობს ალკოჰოლის რაც შეიძლება მალე მოშორებაზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი პრიორიტეტს მიანიჭებს ალკოჰოლის გადამუშავებას.

კიდევ ერთი, ნაკლებად მეცნიერული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ხშირად წონის მატება დამოკიდებულია არა ლუდზე, არამედ იმ საკვებზე, რომელსაც ვიღებთ ლუდის სმასთან ერთად. ალკოჰოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე, რაც იწვევს საკვების უფრო მეტი რაოდენობიღ მიღებას, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში.

თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი ზომიერად დალევით. ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მიღება არ შეაფერხებს თქვენს კლების პროცესს მანამ, სანამ მათ ანგარიშობთ თქვენს ყოველდღიურ კალორიულ მიღებაში. მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ კალორიებს ლუდის დალევისას. თუ ამ ყველაფერს აკონტროლებთ, შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი.

 

შეგიძლიათ იხილოთ ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი alcoshop.ge-ზე: www.alcoshop.ge/categories/beer

სტატიის ავტორი , 2022-09-07