alco

ჰელოუინი ახლოვდება და დროა მოვემზადოთ შესაბამისი კოქტეილებით, რომ ღირსეულად დავხვდეთ ამ ერთი შეხედვით უცნაურ დღეს. არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ სასიამოვნო საღამოს გატარებას აპირებთ თუ ნამდვილი ჰელოუინის მოწყობას გეგმავთ. ჩვენი კოქტეილები ორივე ვარიანტში გამოგადგებათ.

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე კოქტეილის რეცეპტს:

 

Blood Orange Margarita

ციტრუსოვანი კოქტეილი სისხლიანი ელფერით. ეს არის ტეკილას, წითელი ფორთოხლის წვენისა და ბროწეულის ნაზავი. ამ მიქსს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ,,საშინელი“ მიქსი, რომელიც თქვენს ჰელოუინის ღამეს დაუვიწყარს გახდის.

რეცეპტი:
 

  • 60 გრამი ტეკილა
  • 30 გრამი წითელი ფორთოხლის წვენი
  • 15 გრამი ლაიმის წვენი
  • 15 გრამი ბროწეულის წვენი
  • ყინული
  • ფორთოხლის ნაჭერი და ბროწეულის მარცვლები დეკორაციისთვის

 

Witch's Brew Punch

ეს, ერთი შეხედვით ლამაზი კოქტეილი აერთიანებს ტროპიკული ხილის წვენებს, გაზიან სოდას და ლაიმის ნაყინს. ასევე უნდა დაამატოთ რომი მეტი ალკოჰოლურობისთვის.

რეცეპტი:

  • 2 double jigger ანანასის წვენი
  • 2 double jigger ფორთოხლის წვენი
  • 2 double jigger ლიმონ-ლაიმის სოდა
  • 1 ანანასის ნაჭერი
  • 1 double jigger ფორთოხლის ნაჭრები
  • 1 ცალი ლაიმის ნაყინი
  • სურვილისამებრ: რომი

 

  1. შეაზავეთ და აურიეთ ერთმანეთს ანანასის წვენი, ფორთოხლის წვენი და ლიმონ-ლაიმის სოდა
  2. დაამატეთ ანანასისა და ფორთოხლის ნაჭრები
  3. დაამატეთ ლაიმის ნაყინი
  4. დაამატეთ რომი გემოვნებით

 

Black Magic Martini

ლამაზი და იდუმალი კოქტეილი არყით, მაყვლითა და ფორთოხლის ლიქიორით. ეს მუქი ფერის კოქტეილი აუცილებლად მოახდენს დადებით შთაბეჭდილებებს და შექმნის იდეალურ ჰელოუინის საღამოს.

რეცეპტი:

 

  • 60 გრამი არაყი
  • 30 გრამი ფორთოხლის ლიქიორი
  • მაყვალი დეკორაციისთვის

 

  1. გააციეთ მარტინის ჭიქა საყინულეში
  2. შეიკერში შეურიეთ არაყი და ფორთოხლის ლიქიორი
  3. დაამატეთ ყინული და კარგად შეანჯღრიეთ
  4. მიქსი გადაიტანეთ ცივ მარტინის ჭიქაში
  5. მორთეთ მაყვლით

 

Candy Corn Shooter

ფორთოხლის ლიქიორის ფენებით, ათქვეფილი ნაღებითა და არყით, ეს დიდებული სასმელია ჰელოუინის საღამოსთვის.

რეცეპტი:

 

  • 15 გრამი უნცია არაყი
  • 15 გრამი Triple Sec
  • 15 გრამი ფორთოხლის ლიქიორი

 

  1. ჩაასხით არაყი, დაამატეთ Triple Sec და ფორთოხლის ლიქიორი ამ თანმიმდევრობით.

 

Zombie Punch

ეს კოქტეილი არის მსუბუქი სასმელი, შავი რომის, ტროპიკული ხილის წვენების და გრენადინის ნაზავი.

რეცეპტი:

 

  • 30 გრამი თეთრი რომი
  • 30 გრამი შავი რომი
  • 30 გრამი კონიაკი
  • 60 გრამი ფორთოხლის წვენი
  • 60 გრამი ანანასის წვენი
  • 30 გრამი ლაიმის წვენი
  • 15 გრამი გრენადინი
  • ყინული
  • ფორთოხლის ალუბალი დეკორაციისთვის

 

 

  1. შეიკერში შეურიეთ თეთრი რომი, შავი რომი, კონიაკი, ფორთოხლის წვენი, ანანასის წვენი, ლაიმის წვენი და გრენადინი
  2. დაამატეთ ყინული და კარგად შეანჯღრიეთ
  3. გადაიტანეთ ჭიქაში
  4. მორთეთ ფორთოხლის ნაჭრით და ალუბლით
  5. ისიამოვნეთ Zombie Punch-ით, მაგრამ გაუფრთხილდით ზომბებს

 

სტატიის ავტორი , 2023-10-30