alco

თუ ჯინისა და ტონიკის მოყვარული ხართ, ალბათ, საათობით შეძლებთ დაიცვათ ჯინის ყველა ღირსება. მაგრამ რა იცით რეალურად ჯინის შესახებ, გარდა იმისა, რომ კარგი გემო აქვს? -  საიდან მოდის, როგორ მზადდება და ა.შ

ჯინი წარმოუდგენლად საინტერესო, რთული სასმელია მომხიბლავი ისტორიით. იგი ბევრს უყვარს, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის ამის შესახებ.

 

რა არის ჯინი?

ჯინი არის გამჭვირვალე სპირტიანი სასმელი, რომელიც მზადდება მარცვლეულისგან, ჩვეულებრივ, ქერის ან სიმინდისგან. ჯინიც არყის მსგავსად მზადდება. ფაქტობრივად, ჯინისა და არყის დამზადების პროცესები არსებითად იდენტურია ერთ მნიშვნელოვან ეტაპამდე. ჯინის გამოხდა მაშინ სრულდება, როდესაც მასში ირევა მცენარეული და სხვა უნიკალური ინგრედიენტები, რომელიც ქმნის მიზანმიმართულად არომატულ სპირტს.

ბრენდების მიხედვით განსხვავებულია ჯინის გემოები. უმეტესობას მოსწონს ღვია (კვიპაროზისებრთა მცენარე) , როგორც ყველაზე გამორჩეული და სასიამოვნო არომატის მქონე. ღვიის გემო ძალიან სასიამოვნო და ყვავილოვანია და აქვს დამაჯერებელი, ხისა და ფიჭვის არომატი.

ჯინს, ზოგადად, არ აქვს მკაცრი კანონები, რომლებშიც მოიაზრება, რომ მისი წარმოება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისად შერჩეულ ადგილას, ამიტომ იგი მზადდება მთელ მსოფლიოში. თუმცა, არსებობს 13 კონკრეტული ტიპის ჯინი, რომელიც უნდა დამზადდეს სპეციალურად შერჩეულ ადგილებში. ჯინის დიდი ნაწილი იწარმოება დიდ ბრიტანეთში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ისტორიის მანძილზე დიდი ჯინის მწარმოებელი იყო.

 

ჯინის ისტორია

ჯინი სათავეს იღებს მე-16 საუკუნის ნიდერლანდებში, როდესაც იქაურებმა დაიწყეს Genever-ის ლიქიორის წარმოება სამკურნალო მიზნებისთვის. ალკოჰოლური სასმელები ხშირად გამოიყენებოდა, როგორც წამალი მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ჯერ დასალევად იყო შემუშავებული, შემდეგ გამოიყენებოდა სამედიცინო მიზნებისთვის და არა პირიქით.

Genever სპეციალურად შეიქმნა ნიდერლანდელების მიერ, როგორც წამალი. Genever არის ალაოს ქერის ღვინოზე დაფუძნებული სპირტი და როდესაც ის პირველად შეიქმნა, მას საკმაოდ ცუდი გემო ჰქონდა. შემდეგ მიქსს დაემატა ღვია, რათა მკვეთრი გემო გაენეიტრალებინა.

ღვია შერწყმულია ალკოჰოლთან და გამოიყენებოდა სამკურნალო პროგრამებში ბევრად ადრე, ვიდრე ამას ნიდერლანდელები გააკეთებდნენ მე-16 საუკუნეში. 70 - იან წელს ბერძენმა ექიმმა, სახელად პედანიუს დიოსკორიდესმა, გამოაქვეყნა ხუთტომიანი ენციკლოპედია მცენარეული მედიცინის შესახებ. ამ ენციკლოპედიაში დიოსკორიდი დეტალურად აღწერს ღვინოში გაჟღენთილი ღვიის კენკრის მნიშვნელობას გულმკერდის დაავადებებთან საბრძოლველად. 1055 წელს ბენედიქტელმა ბერებმა სოლერნოდან (იტალია) შექმნეს ღვიის კენკრით გაჟღენთილი მატონიზირებელი ღვინის რეცეპტი. ასე რომ, გამოდის, რომ ნიდერლანდელების იდეა არც ისე ორიგინალური იყო.

 

როგორ მზადდება ჯინი?

ჯინის დამზადების ძირითადი პროცესი იწყება სუფთა ალკოჰოლის ან ეთანოლის ბაზის სპირტიდან. შემდეგ, ეთანოლი ხელახლა გამოიხდება ღვიის კენკრით და სხვა ბოტანიკური საშუალებებით. ბოტანიკური ნივთიერებები ანიჭებს ალკოჰოლს უკეთეს არომატს, რაც ჯინს აძლევს მცენარეულ, ყვავილოვან ნოტებს. არსებობს სამი ძირითადი ტექნიკა, რომელსაც დისტილერები იყენებენ მცენარეული ნივთიერებების ეთანოლში შერევისას.

 

რა განსხვავებაა ჯინის სხვადასხვა სახეობებს შორის?

ჯინის ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომელიც მზადდება მთელ მსოფლიოში. ზოგი უფრო მცენარეული და მწარეა, ზოგი კი ბევრად უფრო რბილია. თითოეული სახეობა გთავაზობთ უნიკალურ გემოს და არომატს.

 

London Dry Gin

London Dry Gin, რა თქმა უნდა, იქმნება ლონდონში. თუმცა, ყველა London Dry ჯინი არ არის დამზადებული ინგლისში. London Dry არის სტილი, რომელიც ახლა იწარმოება მთელ მსოფლიოში. ეს ის სტილია, რომელიც უემეტესობას ახსენდება, როდესაც ჯინზე საუბრობს. ღვია, როგორც წესი, ყველაზე გამორჩეული მცენარეული საშუალებაა, ციტრუსის, ანგელოზის ფესვისა და ქინძის ტონებით.

სახელი ,,მშრალი“ ნიშნავს, რომ არ არის დამატებული ხელოვნური არომატიზატორი და ყველა არომატი ბუნებრივად წარმოიქმნება მცენარეების მიერ.

 

PLYMOUTH

ლონდონის მშრალი ჯინის უფრო მსგავსი, თუმცა უფრო ნაზი. Plymouth ჯინი მზადდება მხოლოდ ერთი დისტილერიის მიერ სამხრეთ ინგლისში. Plymouth Gin Distillery არის ერთ-ერთი უძველესი დისტილერია დიდ ბრიტანეთში და ის ერთადერთია, რომელსაც აქვს უფლება, გააკეთოს Plymouth ჯინი.

რაც შეეხება გემოს, Plymouth ჯინი უფრო მშრალია ვიდრე London Dry და უფრო ციტრუსოვანი ვიდრე მხოლოდ ღვიის ნაზავით. თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ უფრო მრავალფეროვანი გემოები მათი შვიდი მცენარეული ნაზავისგან. მათ შორის ღვიის, ქინძის თესლი, გამხმარი ტკბილი ფორთოხლის კანი, კარდამონი, ანჯელიკას ფესვი და ბაზის ფესვი. უნდა აღინიშნოს, რომ Plymouth Distillery ასევე აწარმოებს Navy Strength Gin-ს, რომელიც არის 57% ABV და ხასიათითა და გემოთი ბევრად უფრო ახლოსაა London Dry-თან.

 

Old Tom Gin

ძველი ტომი უფრო ძველი ჯინის სტილია, მდიდარი და ციტრუსოვანი სიტკბოთი. ძველი ტომ ჯინი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მე-17 საუკუნის ლონდონში. იგი ცნობილი გახდა, როგორც აბაზანის ჯინი, რადგან ხალხი რეალურად ამზადებდა მას აბანოებში. ხალხმა დაამატა ისეთი რამ, როგორიცაა ძირტკბილა ან სხვა დამატკბობელი საშუალებები, რათა გაეხადათ ჯინი უფრო ტკბილი და დაეფარათ ნებისმიერი უსიამოვნო არომატი.

ძველი ტომ ჯინი აბანოებში აღარ მზადდება. ეს არის ჯინის ელეგანტური სტილი დელიკატური სიტკბოთი, რომელიც, როგორც წესი, გამოხდის პროცესში ძირტკბილისგან მოდის. Old Tom უფრო მდიდარია გემოთი, ვიდრე London Dry ჯინი და კარგად მიდის სხვადასხვა კლასიკურ კოქტეილებში, როგორიცაა Tom Collins.

 

GENEVER

Genever ზოგჯერ ჯინის ბაბუას უწოდებენ. ჯინი წარმოიშვა გენვერიდან, რომელიც შეიქმნა მე-16 საუკუნეში ჰოლანდიაში. Genever -ს უფრო ძლიერი გემო აქვს, ვიდრე კლასიკურ ჯინს უნდა ჰქონდეს, რადგან ჟენევერის ფუძის მარცვლები ალაოსებრია, ვისკის მსგავსი. Genever არომატიზებულია ღვიითა და სხვა ბოტანიკური საშუალებებით, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე ჯინი.

Genever წარმოუდგენლად მდიდარია გემოთი და შესანიშნავად მიდის კოქტეილებში, როგორიცაა Gin Old Fashioned ან ნებისმიერი სხვა ტკბილი ვერმუტი.

 

 

სტატიის ავტორი , 2022-08-08