alco

სარაჯიშვილი

პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და  დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით  კონიაკის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები. 1884 წელს დავით სარაჯიშვილმა საქართველოში პირველი კლასიკური ბრენდის შექმნის ტექნოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. კომპანიამ ოფიციალურად, თავისი პირველი პროდუქტი 1887 წელს გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის შემდეგ, საქართველო პირველი ქვეყანა იყო რუსეთის იმპერიაში, რომელმაც ღვინის ბრენდების წარმოება დაიწყო და ოფიციალურად მას ,,კონიაკი“ უწოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბრენდი, 1889-1912 წლებში პარიზის, ბრიუსელისა და ჩიკაგოს გამოფენებზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.  ამის შემდეგ, 1913 წელს კომპანიამ დაიმსახურა ისეთი განსაკუთრებული წოდება, როგორიცაა ,,რუსეთი იმპერატორის კარის მომწოდებელი“. სამწუხაროდ, 1921 წელს, კომუნისტურ პერიოდში, დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და „თბილისის კონიაკის ქარხნის“ სახელს ატარებდა. 1994 წლიდან, კომპანია კვლავ კერძო მფლობელობაში დაბრუნდა და მან ,,სარაჯიშვილის“ სახელი დაიბრუნა. დღესდღეობით კი ეს დიდებული ბრენდი მსოფლიოს ოც ქვეყანაში ყიდის თავის პროდუქციას.
სრულად ნახვა

ალკორიუმი, ყველაზე დიდი ალკოჰოლის ფიზიკური მაღაზიათა ქსელი

„ალკორიუმი“ ალკოჰოლური სასმელების ლიდერი სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელია საქართველოში. პირველი მაღაზია 2013 წელს გაიხსნა, დღეს კი, საქართველოს მასშტაბით, 30-ზე მეტი სავაჭრო ობიექტით არიან წარმოდგენილნი. ალკორიუმის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება და ფასი, ხარისხიანი სასმელების ყველაზე ფართო ასორტიმენტზე. ალკორიუმი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარია, რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ ერთად შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტები.
სრულად ნახვა