alco

მოჰიტო

ყველა კლასიკურ კოქტეილს შორის, ეს კუბური სასმელი ერთ-ერთი საუკეთესოა.

სრულყოფილი მოჰიტო: ნახევრად ტკბილი და გაზიანი, პიტნის არომატით. ბარებში დამზადებული კოქტეილისგან განსხვავებით, მას აქვს ნაკლები შაქარი და უფრო მეტი მრავალფეროვანი გემოები. ახლა კი გაგიზიარებთ ზუსტად როგორ გავაკეთოთ იდეალური მოჰიტო!

როგორ მოვამზადოთ მოჰიტო?

მოჰიტო არის მჟავე კოქტეილი, რომელიც წარმოიშვა ჰავანაში (კუბა). მისი შექმნის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ზოგი ამბობს, რომ ის გამოიგონეს 1500-იან წლებში, ზოგი კი, მის შექმნას, 1800-იან წლებში, Bacardi-ს დაარსებას უკავშირებს. თუმცა ერთი კი დანამდვილებით ვიცით, რომ მისი, როგორც საკულტო კუბური კოქტეილის სახელი, გავრცელდა 1930-იან წლებში, როდესაც ერნესტ ჰემინგუეიმ შეუწყო ხელი სასმლის პოპულარიზაციას.

იგი ერთ-ერთი პირველია ,,საერთაშორისო ბარმენთა ასოციაციის“ IBA-ს ოფიციალური კოქტეილების სიაში. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს „ზუსტი“ და იდეალურად შედგენილი რეცეპტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბარმენები მას სხვადასხვაგვარად ამზადებენ. აი, როგორია ნამდვილი მოჰიტოს კლასიკური რეცეპტი:

ინგრედიენტები

  • ახალი პიტნა 4 ღერი
  • ლაიმი 1 ც
  • რომი 60 მლ
  • სიროფი 1/2 ჭიქა ან 3 ჩ/კ შაქარი
  • დაქუცმაცებული ყინული 4 ს/კ
  • გაზიანი სასმელი (ტონიკი, სპრაიტი)

კოქტეილის მოსამზადებლად სულ 4 ძირითადი საფეხური უნდა გავიაროთ

  1. აიღეთ შეიკერი ან კოქტეილის ჭიქა და მასში მოათავსეთ პიტნის ღეროები სიროფთან (ან შაქართან) ერთად. კარგად ჩაჭყლიტეთ პიტნის ფოთოლი.
  2. აიღეთ ლაიმი და ჩაწურეთ შიგნით მისი წვენი, ხოლო ქერქი ჩადეთ ჭიქაში და დაუმატეთ დაქუცმაცებული ყინული.
  3. ჩაასხით რომი. ჩასხმის შემდეგ ურიეთ სანამ კარგად არ დაიორთქლება ჭიქა.
  4. მას შემდეგ რაც შეასრულბეთ ყველა წინა საფეხურს, დაამატეთ ტონიკი ან გაზიანი სასმელი, მორთეთ იგი პიტნითა და ლაიმით და მიირთვით

 

 

სანგრია

ესპანური ნაციონალური ალკოჰოლური სასმელი წითელი ღვინით. ხილის ნაჭრების, შაქრისა და ბრენდის დამატებით.

ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში სანგრიას არასწორად ამზადებენ, თუმცა ჩვენ გაგიზიარებთ ნამდვილი ესპანური სანგრიას რეცეპტს.

კლასიკური ესპანური გზა, მისი მომზადების, არის ის რომ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იდეალური სიზუსტით.

 

ინგრედიენტები

 

მომზადების წესი

1.  ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით რგოლებად, ჩაყარეთ დოქში (1 ან 1.5 ლიტრი), ოდნავ დასრისეთ, ჩაამატეთ შაქარი, 1 ც ფორთოხლის წვენი, 1 ღერი დარიჩინი (შეგიძლიათ დაამატოთ სეზონური ხილი). დაასხით ღვინო და კონიაკი ან ბრენდი, დააფარეთ თავი და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათი.

2. დრო რომ გავა, ამოიღეთ დარიჩინის ღერი, დაამატეთ წყალი და კარგად აურიეთ.

სუფრასთნ მიტანისას ჩაყარეთ ყინულის კუბები.

 

მარგარიტა

მარგარიტას შექმნის ყველაზე ადრეული ვერსია, არის 1938 წელს კარლოს "დენი" ჰერერას მიერ. ის ფლობდა რესტორანს ,,Rancho La Gloria“ ტიხუანაში, მექსიკაში. ის ამტკიცებდა, რომ სასმელი შექმნა მოცეკვავე მარჯორი კინგისთვის, რომელსაც არ შეეძლო ტეკილას გარდა სხვა ალკოჰოლის დალევა.

მისი მომზადება უმარტივესია და დაგვჭირდება მხოლოდ 4 ინგრედიენტი.’

შემადგენლობა:

  • 3/4 ჭიქა ტეკილა
  • 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 1/2 ჭიქა ლაიმის წვენი
  • 2 ს.კ შაქარი

გაიგრილეთ ზაფხულის ცხელი დღეები ჩვენი კოქტეილებით.

სტატიის ავტორი Alcoshop.ge, 2022-07-11