alco

ალკოჰოლის სამყაროში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი სასმელების რაოდენობა, რომლებიც ისეთ დიდ დავასა და ინტრიგას იწვევს, როგორც ბურბონისა და კლასიკური ვისკის შედარება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს, ერთი შეხედვით, საერთო წარსული და მემკვიდრეობა გააჩნია, მაინც არსებობს გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს. მოდი ერთად ამოვხსნათ ეს ამოცანა და ვნახოთ, მაინც რა განსხვავებაა ბურბონსა და ვისკის შორის.

ვისკიც და ბურბონიც, ორივე მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ითვლის, თუმცა ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში შეიქმნა. ბურბონი - ამერიკის სიამაყე, ძირითადად სიმინდისგან მზადდება და დაძველებულია მუხის კასრებში. ამავდროულად ვისკი -  შოტლანდიის სავიზიტო ბარათია და შეიცავს სხვადასხვა სახის მარცვლეულს, როგორიცაა: ალაო, ქერი, ხორბალი და სხვა.

ასევე მნიშნველოვანი განმასხვავებელი ფაქტორი არის დაძველება. ბურბონი უნდა დაძველდეს მუხის ახალ კასრებში, რაც მას შესამჩნევ კარამელიზებულ არომატს აძლევს. მეორეს მხრივ, ვისკი ძველდება სხვადასხვა ტიპის კასრებში, მათ შორის ისეთშიც, რომელშიც აქამდე ბურბონი დაძველდა, ეს კი ვისკის სძენს უფრო მეტ მრავალფეროვნებას.

როგორ ზემოთ ვახსენეთ ორივე სასმელს განსაკუთერებულ გემოებს სძენს ინგრედიენტები და დაძველების ტრადიცია, რომელიც დღემდე ნარჩუნდება. ბურბონს აქვს ტკბილი კარამელისა და ვანილის არომატები, რა თქმა უნდა, მუხის გემოსთან ერთად. ამის საპასუხოდ, ვისკის გააჩნია უფრო მრავალფეროვანი არომატები და ისინი წმინდად დამოკიდებულია რეგიონსა და დისტილაციის ტექნიკაზე.

ადგილმდებარეობა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ვისკისა და ბურბონის საბოლოო ეტაპამდე მიყვანაში. ბურბონი იწარმოება ამერიკაში, უმეტესად კენტუკის შტატში, სადაც ზომიერი კლიმატური პირობები და კირქვით გაფილტრული წყალი ქმნის იდეალურ გარემოს ამ დიდებული სასმლის წარმოებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ უმეტესად ვისკის სამშობლოდ შოტლანდიას აღიარებენ, აღსანიშნავია რომ იგი იწარმოება ირლანდიასა და იაპონიაშიც და თითოეული რეგიონი მას სძენს თავის უნიკალურობას.

ალკოჰოლური სასმელების სამყაროში ბურბონი და ვისკი ერთდროულად იზიარებენ ტრადიციებსა და ინოვაციებს, რაც მათ სპირტიანი სასმელების კატეგორიაში მსოფლიოში პირველობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი განსხვავებაა (რეგიონი, დაძველების ტრადიცია და სხვ.) ამ ორ სასმელს შორის, ორივე მათგანს მაინც ახასიათებს ერთი ძირითადი ხაზი, რომლის მიხედვითაც იქმნება ეს სასმელი. შესაძლოა ბურბონის ტკბილი არომატები უფრო მოგწონთ ან ვისკის კვამლიანი და მრავალფეროვანი გემოები, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია - მათი მოკვლევა და დაგემოვნება ისეთივე საინტერსო და მრავალფეროვანია, როგორც თავად ამ ორი სასმლის ისტორია. დანარჩენი კი, თქვენთვის მოგვინდია.

 

სტატიის ავტორი , 2024-02-22