alco

მარტინი არის მარტივი და კლასიკური კოქტეილი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ინგრედიენტისგან: არაყი ან ჯინი, და ვერმუტი.

ჯინით გავაკეთოთ მარტინი, თუ არყით? ამ კითხვაზე სწორი ან არასწორი პასუხი არ არსებობს. დროთა განმავლობაში ბევრი სხვადასხვა აზრი ჩამოყალიბდა, თუ როგორ უნდა გააკეთო მარტინი სწორად. თუ თქვენ ესტუმრებით, მაგალითად, უფრო კლასიკურ ბარს, ისინი, სავარაუდოდ, თქვენს მარტინს ჯინით მოამზადებენ.

მეორეს მხრივ, უფრო თანამედროვე და ნაკლებად კლასიკურ ბარში შესაძლოა მარტინი არყის საშუალებით მოამზადონ. მარტინის დიდი უპირატესობა არის ის, რომ შეგიძლია ექსპერიმენტი გააკეთო სხვადასხვა ტიპის ჯინითა და არყით, რათა გაიგო, რომელი უფრო შეესაბამება შენს გემოვნებას.

მართლაც, გემრიელი ტრადიციული მარტინის მოსამზადებლად უამრავი გზა არსებობს. დღევანდელ ბლოგში განვიხილოთ, როგორ შევქმნათ იდეალური კოქტეილი.

 

განსხვავებები ჯინსა და არაყს შორის

ჯინი და არაყი გარკვეულწილად, ერთმანეთს ჰგავს, თუმცა რეალურად ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

არაყიც და ჯინიც, გამჭვირვალე ალკოჰოლური სასმელებია, რომლებიც დისტილაციის ეტაპს გადიან.

გარდა ამისა, ორივე სასმელი პოპულარულია კოქტეილებში გამოსაყენებლად, განსაკუთრებით მარტინში. ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე კარგად ერწყმის ვერმუტს. არაყსა და ჯინს შორის მთავარი განსხვავება მათი გემოა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სასმელი გამჭვირვალე და უფეროა, მათი გავლენა გემოზე რადიკალურად განსხვავებულია.

ჯინს აქვს გამორჩეული მცენარეული გემო. არაყი შედარებით ნეიტრალური და უგემოვნოა, თუ არ ჩავთვლის სპირტის გემოს. ამ ფენომენს ვიღებთ იმის გამო, რომ ჯინი გამოხდილია ,,JUNIPER” - ითა და სხვა მცენარეული საშუალებებით, რათა მას მკაფიო და უნიკალური არომატი მისცეს.

ჯინი ტექნიკურად შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც არომატიზებული არაყი, თუმცა, არაყს არ შეიძლება ვუწოდოთ ჯინის სახეობა, რადგან ის არ გადის იგივე მცენარეული ინფუზიის პროცესებს.

როდესაც საქმე ეხება ამ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას მარტინში, უმჯობესია დარწმუნდეთ, რომ ისინი კარგად არის გაცივებული. გაცივება,  ალკოჰოლურ სასმელებს აძლევს ბუნებრივ სიბლანტეს, რაც მათ შესანიშნავ გემოს მისცემს ვერმუტთან ერთად.

ჯინი გვთავაზობს უფრო მცენარეულ არომატს, ხოლო არაყს შეუძლია თქვენს მარტინს უფრო გლუვი, უფრო კლასიკური გემო მისცეს. თუ რომელს ანიჭებთ უპირატესობას, დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე.

 

შევანჯღრიოთ თუ ავურიოთ?

კიდევ ერთი კლასიკური სადავო თემა, მარტინის მოყვარულებს შორის: ,,სასმელი უნდა შეანჯღრიოთ თუ აურიოთ“?

ტრადიციულად, ყველა ალკოჰოლური სასმელი უნდა მიირთვათ შერეული. შენჯღრევის მეთოდი ჩვეულებრივ ეხება სასმელებს, რომლებიც შეიცავს ციტრუსს, კვერცხის ცილას, რძის პროდუქტებს ან სქელი სიროფებისა და ლიქიორების სხვა ფორმებს. თუმცა ჯეიმს ბონდმა დაამსხვრია ეს სტერეოტიპი, როდესაც მან მოითხოვა მისი მარტინის შენჯღრევით გაკეთება და არა მორევით.

მარტინის ყინულით შენჯღრევა სასმელს ცივ ტემპერატურამდე მიიყვანს უფრო მოკლე დროში. ეს პროცესი ასევე აზავებს სასმელს წყლით ყინულის დნობის გამო, ანიჭებს განსხვავებულ ტექსტურას და იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისთვისაც ზედმეტი ალკოჰოლის გემო არ არის სასურველო კოქტეილში.

 

მშრალი თუ სველი?

მარტინის შექმნისას თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რამდენად „მშრალი“ ან „სველი“ გსურთ იყოს თქვენი კოქტეილი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ვერმუტს დაასხით მომზადებისას. რაც უფრო მეტ ვერმუტს დაამატებთ, მით უფრო "სველი" ხდება მარტინი.

მარტინი ვერმუტის წვეთებით ძალიან მშრალია. ხოლო, ბევრი ვერმუტი მარტინს ატენიანებს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია 50/50 განაწილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტინში თანაბად არის განაწილებული ჯინი/არაყი და ვერმუტი. თუ მარტინიში არ არის სიმშრალისა და სისველის სწორი განაწილება, უნდა სცადოთ სხვადასხვა პროპორციები და იპოვოთ ის, რაც იდეალურად შეესაბამება თქვენს გემოვნებას.

 

როგორ მოვამზადოთ მარტინი?

ინგრედიენტები

 

მომზადების წესი

  • გააცივეთ მარტინის ჭიქა
  • შეურიეთ ჯინი და ვერმუტი
  • დაამატეთ ყინული და აურიეთ გაცივებამდე, დაახლოებით 30 - დან 60 წამამდე
  • ჩაასხით მარტინის ჭიქაში
  • მორთეთ ზეთისხილით

სტატიის ავტორი , 2022-07-19