alco

ვინივერია საფერავი 0.75 ლიტრი


ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, ქვევრში. გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით, რომელსაც სასიამოვნოდ ერწყმის მწიფე ალუბლის და მოცხარის ტონები. კლასიკური თანმხლები ამ ღვინისთვის ნანადირევი და შემწვარი ხორცი იქნებოდა. ღვინო ჩამოსხმულია დამუშავების და ფილტრაციის გარეშე.