alco

Gurashvilis მწვანე ქვევრი 0.75 ლიტრი


ღვინო დაყენებულია კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია კახეთის რეგიონში, ქიზიყში, ტიბაანის მიკროზონაში. დადუღებულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში, დურდოს სრული დადუღებით. დავარგებულია მუხის კასრში. გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით, კომშის, ატმის და გარგრის ჩირის არომატებით, კარგად გამოხატული ბუკეტით. დაგემოვნებისას შეიგრძნობა რბილი და ხანგრძლივი დაგემოვნება, მსუბუქი მჟავიანობით. ღვინო ჩამოსხმულია დამუშავებისა და ფილტრაციის გარეშე. რეკომენდირებულია მიირთვათ შემწვარ ხორცთან და დავარგებულ ყველთან ერთად 12 0 C-14 0 C-ზე. შეინახეთ მშრალ ადგილას 5 0 C-დან 20 0 C ტემპერატურამდე. შეზღუდული ტირაჟი