alco

Gurashvilis Deduleti Goruli Green 0.75 L


ღვინო დაყენებულია გორული მწვანისა და ჩინურის ვაზის ჯიშის ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია ქართლის რეგიონში, სოფელ მეჯვრისხევში. დადუღებული და დავარგებულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში, ხანგრძლივი მაცერაციით (ქვევრში ყურძნის კანთან კონტაქტით 5-7 თვე). გამოირჩევა ღია ქარვისფერი შეფერილობით. ხასიათდება კომშის, ატმის და გარგრის ჩირის არომატებით, კარგად გამოხატული ბუკეტით. დაგემოვნებისას შეიგრძნობა რბილი და ხანგრძლივი დაგემოვნება, სასიამოვნო მჟავიანობით. ღვინო ჩამოსხმულია დამუშავებისა და ფილტრაციის გარეშე. რეკომენდირებულია მიირთვათ შემწვარ ხორცთან და დავარგებულ ყველთან ერთად 16 0 C-18 0 C-ზე. შეინახეთ მშრალ ადგილას 5 0 C-დან 20 0 C ტემპერატურამდე.