alco

ქართული ბრენდი 5 წლიანი დაძველებით


ისტორია: 5 წლიანი ბრენდი კიდევ ერთი საფეხურია უმაღლესი ხარისხისკენ. ამ კატეგორიის ბრენდის წარმოებას დიდი ტრადიცია აქვს საქართველოში. უკვე მესამე საუკუნეა ქართველების მიერ წარმოებული ეს მაღალი ხარისხის პროდუქტი სახელს უთქვამს ქვეყანას.

დახასიათება: ეს ბრენდი 5 წელი ვარგდებოდა ფრანგული მუხის კასრებში. ჩაისფერია. მოხალული ნიგვზისა და ნუშის, ვანილის, მცირედი ყავის ტონები აქვს, გემოზე კი ძალზე ენერგიულია და გულის გამათბობელი.

სხვა მონაცემები:
სტილი – მაღალალკოჰოლიანი სასმელი
ჯიშები – რქაწითელი 100%
ალკოჰოლი – 41%
ნარჩენი შაქარი – 16

კერძი: საუკეთესო დიჯესტივია, რომელიც შეგიძლიათ მისაყოლებლის გარეშეც მიირთვათ, თუმცა შოკოლადიანი ნაყინი, ხილი, ქიშმიში, ჩურჩხელა და სხვადასხვა ნუგბარიც მოუხდება.