alco

ხვანჭკარა წითელი ნახევრად ტკბილი 0.375 ლიტრი


გემური თვისებები: ღვინოში შესანიშნავადაა გამოკვეთილი ჯიშური არომატი, გამოხატული ჟოლოს, მაყვლისა და შავი მოცვის ტონებით, დამახასიათებელი მუქი ლალისფერი შეფერილობით. ხავერდოვანი და ნაზი გემო კარგადაა შერწყმული ბუნებრივ სიტკბოსთან.

კერძებთან თავსებადობა: ხვანჭკარა კარგად ეხამება ალუბლის ტარტს, ბაკლავას, ხილის ასორტსა და ტკბილეულს ნიგვზითა და თაფლით.