alco

ქინძმარაული წითელი ნახევრად ტკბილი 0.375 ლიტრი


ადგილწარმოშობა: წარმოებულია კახეთის რეგიონის ქინძმარაულის მიკროზონის განსაკუთრებულად შერჩეული საფერავის ჯიშის ყურძნიდან.

გემური თვისებები: ღვინოში შესანიშნავადაა გამოხატული ჯიშური არომატი ალუბლის და მაყვლის ტონებით, დამახასიათებელი მუქი ლალისფერი, იისფერი შეფერილობით. ხავერდოვანი გემო – ცოცხალი მჟავიანობით, კარგადაა შერწყმული ბუნებრივ სიტკბოსთან ერთად.

კერძებთან თავსებადობა: ქინძმარაული კარგად ეხამება შოკოლადს, მწიფე მარწყვს, ნამცხვრებსა და წითელ ხილს.