alco

სარაჯიშვილი TRILOGY 0,7 ლიტრი 


TRILOGY - საუკუნოვანი სიძველის მატარებელი სასმელი სარაჯიშვილის სახლის უნიკალური ხაზის ახალი პროდუქტია, რომელიც წარსულისა და აწმყოს სინთეზის შთაგონებით შეიქმნა. Trilogy წარმოადგენს სამი სახის სპირტის შერევის შედეგად მიღებულ განსაკუთრებულ ნაზავს საქართველოს სამი რეგიონიდან - იმერული “ციცქა”, ქართლური “ჩინური” და კახური “რქაწითელი.” სარაჯიშვილის ეს განსაკუთრებული სითხე XIX, XX და XXI საუკუნის სინერგიით მიღებული არომატია, რომელის ასაკიც 65 წელს აღწევს.