alco

ჯიმშერი - ბრენდის კასრი 0,7 ლიტრი


JIMSHER – ახალი სიტყვა მსოფლიო ვისკის ინდუსტრიაში

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია მეღვინეობის გამორჩეული კულტურითა და  8000 წლოვანი ტრადიციებით. ამ კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ქართველი მეღვინე და მეწარმე ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელი, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ეძებდა გზას, რომლითაც ვისკის შესახებ გამორჩეულ ისტორიას ახლა უკვე, ქართულ ენაზე მოყვებოდა.

საუკეთესო ტრადიციებით დამზადებული უმაღლესი ხარისხის ვისკი, დავარგების მეორე ეტაპს გადის კასრებში, რომლებშიც მანამდე ბრენდი ინახებოდა. აღნიშნული მეთოდის გამოყენების შედეგად მივიღეთ ისეთი განსაკუთრებული არომატი და გემო, რომელიც საშუალებას იძლევა ხელახლა აღმოაჩინო ვისკი – ვისკი ქართული აქცენტებით.