alco

იაგერმაისტერი 0.5 ლიტრი


მაღალალკოჰოლური ნაყენი – #Jägermeister (უფროსი მონადირე) მისი ალკოჰოლური სიმაგრე 35%-ია. ძირითადი შემადგნელობა წყალი, სპირტი, თაფლი და 56 დასახელების ბალახი/მცენარე. ხილი, ფოთლები, ფესვები და სხვადასხვა მცენარის მერქანის დამუშავების შემდეგ, მიღებულ ფხვნილს უზუსტესი სასწორით წონიან და შემდეგ ერთმანეთში ურევენ. არსებობს მითი, რომ სასმელში ირმის სისხლი ურევია, თუმცა ეს მითია და მას მწარმოებელი არ ადასტურებს (არც დამოუკიდებელი ლაბორატიული კვლევებით დასტურდება)

იმისათვის რომ მიიღონ იეგერმაისტერი, საჭიროა ყველა კომპონენტის უზუსტესი აწონვა და შემდეგ სპირტთან და წყალთან შერევა. შემდეგ მოდის ორკვირიანი მაცერაციის (ჩალბობის) პროცესი, რის შემდეგ მიღებულ მასას ასხავენ მუხის კასრებში და ავარგებენ 1 წლის ვადით. შემდეგ მას უმატებენ დასარბილებლად თაფლს და კიდევ ერთხელ გაფილტვრის შემდეგ, იგზავნება ბოთლებში ჩამოსასხმელად.

მანამ, სანამ იეგერმაისტერი მოხვდება დახლებზე, ის გადის 1 წლიან საწარმოო ციკლს, სულ ბოლოს კი, სანამ ბოთლებში ჩამოისხმება, მას ხარისხის 388 ტესტი უტარდება. ამ ბალახების დასახელება და მათი პროპორციების რაოდენობა, მკაცრად გასაიდუმლოებულია და დაცულია შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობით.

მისი ისტორია/ლეგენდა უკავშირდება გერმანელ თავადს, რომელმაც სანადიროდ ყოფნის დროს დაინახა რქებით ბუჩქებში გაჭედილი ირემი, რომელიც ვერ გამოდიოდა ბუჩქებიდან. იარაღის დამიზნების დროს, ირემს რქებს შორის გამოესახა ჯვარი, რის გამოც მონადირემ გადაიფიქრა მისი მოკვლა, რადგანაც ზეციურ ნიშნად აღიქვა. სწორედ რქებში გამოსახული ჯვარია იეგერმაისტერის სიმბოლო/ლოგო.

მისი როგორც ალკოჰოლური სასმელის წარმოება დაიწყო 1935 წელს, მანამდე კი, მას იყენებდნენ სამედიცინო დანიშნულებისთვის. 1970-იანი წლებიდან იწყება მისი პოპულარობა, რასაც ხელი შეუწყეს სხვადასხვა პოპ თუ როკ ჯგუფებმა, მათ შორის ისეთმა, როგორიც არის როკ ჯგუფი “მეტალიკა”. დღეისათის უამრავი კოქტეილია, რომელიც მზადდება იეგერმაისტერის ფუძეზე, მისი პოპულარობაც ჩვენს დროშიც განაგრძობს ზრდას.