alco

არაყი აბსოლუტი კურანტი 0,5 ლიტრი


აბსოლუტ ვოდკა შვედეთში ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული არაყია და განსხვავებით სხვა არყებისგან, ის არ შეიცავს შაქარს, მაქსიმალურად სუფთა, ნატურალური ალკოჰოლია ბაზარზე. მისი გემო მდიდარი და მულტიარომატულია: რბილი და მსუბუქი, რომელსაც თან სდევს მშრალი ხილის, ჩირის არომატი. 

აბსოლუტის მთავარი ინგრედიენტები წყალი (რომელიც აჰუსის სიღრმეებიდან მოიპოვება და დაცულია დაბინძურებული მინარევებისგან) და ზამთრის ხორბალია. ზამთრის ხორბალი განსხვავდება სხვა მარცვლეულისგან: დათესილია გვიან შემოდგომაზე და მომკულია ზამთარში. ასევე მინიმალურია სასუქის გამოყენება.