alco

ხარება - ცოლიკოური (მშრალი) 0,75 ლიტრი


მეღვინეობა ხარება უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებაზეა ორიენტირებულია.

კომპანია საქართველოს მევენახეობა-მეღვინოების სხვადასხვა კუთხეში ფლობს 1500 ჰექტარ სავენახე ფართობს, სადაც გაშენებულია როგორც ქართული, ისე ევროპული ვაზის ჯიშები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საკოლექციო ნაკვეთი, რომელიც 300-ზე მეტ ენდემურ ქართულ ვაზის ჯიშს აერთიანებს. მეღვინეობა ხარებას ვენახების 75% მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 25% გაშენებულია იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში.

მეღვინეობა ხარება ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში ისეთი იშვიათი ქართული ჯიშების გაშენებას და განვითარებას, როგორიც არის კრახუნა, ცოლიკოური, ციცქა, ალადასტური, ოცხანური საფერე. აღსანიშნავია, რომ იმერეთში ასევე გაშენებულია ევროპული ვაზის ჯიშები: რისლინგი, სოვინიონი, შარდონე, ალიგოტე, მუსკატი, პინო, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანკი, მერლო.

 

დღესდღეობით, კომპანიის ასორტიმენტი 10 პრემიუმ ღვინოს, 7 ადგილწარმოშობის, 10 ქვევრში დავარგებულის, 15-ზე მეტი ჯიშურ და 5 სახეობის საბაზისო ღვინოს მოიცავს. ასევე კომპანია აწარმოებს ცქრიალა ღვინოს, ღვინის ბრენდს, ჭაჭას და წიპწის ზეთს. ჯამში კომპანია 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

უახლესი ევროპული ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოებით კომპანია წარმოდგენილია თერჯოლასა და ყვარელში. სწორედ ამ თანამედროვე მარნებში ხდება უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება როგორც კლასიკური, ისე ქვევრის და კასრში დავარგების მეთოდით.