არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე წვეულებაზე სასმლის გარეშე დარჩენა. ხშირ შემთხვევაში, გვსურს რომ წინასწარ გავთვალოთ რა რაოდენობის ალკოჰოლი დაგვჭირდება. ამისთვის მოგვიწევს მარტივი მათემატიკის გამოყენება.
ზოგადი წესია ვივარაუდოთ, რომ სტუმრები წვეულების პირველ საათში დალევენ 2-3 ჭიქა კოქტეილს, შემდეგ კი თითო ცალს ყოველ საათში.
მოდი მარტივი ფორმულა გამოვიყენოთ:
(სტუმრების რაოდენობა) X (სასმელების სავარაუდო რაოდენობა ერთ სტუმარზე) = სასმელების საერთო რაოდენობა
ახლა, ვიფიქროთ სტუმრების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რითი გამასპინძლება გვსურს. მხოლოდ ღვინო და ლუდი? საფირმო კოქტეილი? სრული ბარი მთელი სიამოვნებისთვის? ეს დამოკიდებულია, ჩვენს ბიუჯეტზე და იმაზე, თუ რას მიირთმევენ ჩვენი სტუმრები.
ერთი ბოთლი (1 ლიტრი) დაახლოებით 20 შერეულ სასმელს იძლევა. იმის გასარკვევად, თუ რამდენი ბოთლი გვჭირდება, უბრალოდ გავყოთ საჭირო ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა 20-ზე. თუ ვფიქრობთ რომ დაგვჭირდება დაახლოებით 60 ჭიქა, მაშინ უნდა შევიძინოთ 3 ბოთლი ლიქიორი.
საჭირო მიქსერების რაოდენობის შესაფასებლად, გავითვალისწინოთ, რომ 3 სტუმარს 1 ლიტრი, წვენი, მატონიზირებელი წყალი ან სოდიანი წყალი დასჭირდება.
გარნირები შედარებით იაფია, ამიტომ დამატებით ყიდვა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, 1/2 ლიმონი წვეულების თითოეულ სტუმარზე საკმარისი რაოდენობაა. თუ გვსურს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ზეთისხილი ან ალუბალი, უნდა ვიცოდეთ რომ, წვეულების თითოეულ სტუმარზე 2 ცალი საკმარისია.
ყინული
დაახლოებით 0.5-0.7 კგ ყინული ერთ ადამიანზე სავსებით საკმარისია. ეს რაოდენობა სრულად გვეყოფა ნებისმიერი სასმელში გამოსაყენებლად.
დაახლოებით 0.5-1 ლიტრი ღვინო სავსებით საკმარისია ერთ ადამიანზე. ვფიქრობთ, რომ 0.75 ლიტრიანი ბოთლი 1 სტუმარზე იდეალური ვარიანტი იქნება.
შამპანურის ერთი 0.75 ლიტრიანი ბოთლი ავსებს შამპანურის 6 ჭიქას. თუმცა თუ წვეულებაზე სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ვფიქრობთ რომ 1 ბოთლი შამპანური 10 სტუმარზე საკმარისი იქნება.
თუ წვეულებაზე იგეგმება რომ სხვადასხვა გასართობი თამაშები წარიმართოს, ვფიქრობთ ლუდი ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სასმელია. ამიტომ ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ გავთვლით 1-1.5 ლიტრ ლუდს 1 სტუმარზე.
P.S თუ გეგმავთ წვეულებას, ჩვენი გუნდი მუდამ მზად არის დაგეხმაროთ არჩევანში და პროდუქციის შეკვეთაში.
აქვე გიზიარებთ სხვადასხვა სახის პროდუქტების რაოდენობას, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ წვეულების დაგეგმვისას.
სტუმარი |
10-25 |
25-35 |
35-60 |
60-100 |
თეთრი ღვინო |
7 |
7 |
8 |
11 |
წითელი ღვინო |
2 |
3 |
5 |
6 |
4 |
5 |
6 |
6 |
|
1 |
1 |
2 |
2 |
|
3 |
3 |
3 |
4 |
|
2 |
2 |
2 |
2 |
|
1 |
2 |
2 |
3 |
|
2 |
2 |
3 |
4 |
|
2 |
2 |
2 |
3 |
|
1 |
2 |
2 |
3 |
|
50 |
75 |
80 |
100 |
|
6 |
8 |
8 |
10 |
|
ფორთოხალი |
2 |
2 |
3 |
3 |
ლიმონი |
10 |
15 |
20 |
25 |